https://sputnik-georgia.com/20230124/auditis-samsaxuri-seiswavlis-kanonierad-miiro-tu-ara-nika-meliam-avtomobili-sacuqrad-274220258.html
აუდიტის სამსახური შეისწავლის, კანონიერად მიიღო თუ არა ნიკა მელიამ ავტომობილი საჩუქრად
აუდიტის სამსახური შეისწავლის, კანონიერად მიიღო თუ არა ნიკა მელიამ ავტომობილი საჩუქრად
Sputnik საქართველო
საქართველოს კანონმდებლობით, დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში პარტია 5000 ლარით დაჯარიმდება. 24.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-24T21:04+0400
2023-01-24T21:04+0400
2023-01-24T23:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625859_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_3cb52ca3a4ba04dc3d63d826a739bf5f.jpg
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახური იძიებს, ხომ არ მიუღია უკანონოდ ავტომობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ქართველი ბიზნესმენი დავით კეზერაშვილისგან.მელია სკანდალის ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან დავით კეზერაშვილისგან მანქანის საჩუქრად მიღებაში დაადანაშაულეს. იმავდროულად კეზერაშვილი, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის დამფინანსებელ ოლიგარქს უწოდებს, მხარს უჭერს მელიას კონკურენტს ლევან ხაბეიშვილს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოახლოებულ არჩევნებში მთავარი კონკურენტები მელია და ხაბეიშვილი არიან.ამასთან, მელია ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში სარგებლობდა ამ ავტომობილით, რომელიც კეზერაშვილმა პარტიას გადასცა, თუმცა ამის შესახებ არ უთხოვია.მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მანქანის გადაცემა პარტიისთვის უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს.„რაც შეეხება ავტომობილის საკითხს, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა „შავი ფულის" ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის, რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.საქართველოს კანონმდებლობით, პარტია ვალდებულია მიუთითოს დეკლარაციაში მთელი თავისი ქონება, მათ შორის შემოწირულობები და საჩუქრები.დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში პარტია დაჯარიმდება 5000 ლარით, შემოწირულობის დამალვის შემთხვევაში ის გადაეცემა სახელმწიფოს, ხოლო ჯარიმა შემოწირულობის ორმაგი ოდენობისა იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261625859_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_a4d13b15e6ed18cd00350f18bcd5fa75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
აუდიტის სამსახური შეისწავლის, კანონიერად მიიღო თუ არა ნიკა მელიამ ავტომობილი საჩუქრად
21:04 24.01.2023 (განახლებულია: 23:00 24.01.2023) საქართველოს კანონმდებლობით, დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში პარტია 5000 ლარით დაჯარიმდება.
თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახური იძიებს, ხომ არ მიუღია უკანონოდ ავტომობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას ქართველი ბიზნესმენი დავით კეზერაშვილისგან.
მელია სკანდალის ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც ის საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან დავით კეზერაშვილისგან მანქანის საჩუქრად მიღებაში დაადანაშაულეს. იმავდროულად კეზერაშვილი, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის დამფინანსებელ ოლიგარქს უწოდებს, მხარს უჭერს მელიას კონკურენტს ლევან ხაბეიშვილს. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოახლოებულ არჩევნებში მთავარი კონკურენტები მელია და ხაბეიშვილი არიან.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა. სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადეს უწყებაში.
ამასთან, მელია ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში სარგებლობდა ამ ავტომობილით, რომელიც კეზერაშვილმა პარტიას გადასცა, თუმცა ამის შესახებ არ უთხოვია.
მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მანქანის გადაცემა პარტიისთვის უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს.
„რაც შეეხება ავტომობილის საკითხს, თავისთავად ეს არის სკანდალური თემა, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა „შავი ფულის" ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის, რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, პარტია ვალდებულია მიუთითოს დეკლარაციაში მთელი თავისი ქონება, მათ შორის შემოწირულობები და საჩუქრები.
დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევაში პარტია დაჯარიმდება 5000 ლარით, შემოწირულობის დამალვის შემთხვევაში ის გადაეცემა სახელმწიფოს, ხოლო ჯარიმა შემოწირულობის ორმაგი ოდენობისა იქნება.