სროლა საგარეჯოში: როგორია დაჭრილების მდგომარეობა

© courtesy of Kakheti sideკახეთის გუბერნატორმა გიორგი ალადაშვილმა დაჭრილები მოინახულა
კახეთის გუბერნატორმა გიორგი ალადაშვილმა დაჭრილები მოინახულა - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
ამ დროისათვის „ჯეო ჰოსპიტალსში“ სამი დაჭრილი მკურნალობს.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მათი კლინიკიდან გაწერა ორ-სამ დღეში იგეგმება, განაცხადა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა მამუკა ოთიაშვილმა.
საგარეჯოში 20 იანვარს მომხდარი საზარელი ფაქტის შედეგად დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით ისევ უცნობია.
ექიმების თქმით, კლინიკაში მოთავსებული მესამე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, 24 წლის ახალგაზრდა კაცი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. იგი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზეა შეერთებული. თუმცა, გარკვეული გაუმჯობესება შეიმჩნევა.
„რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ“: კახეთის პოლიციის უფროსი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე>>>
დაზარალებულები კახეთის გუბერნატორმა გიორგი ალადაშვილმა დეპუტატ დავით სონღულაშვილთან და საგარეჯოს მერთან ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად მოინახულა.

„ყველას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მშვიდობიან დაბრუნებას ოჯახებში. ასევე ვუსამძიმრებ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს", – განაცხადა ალადაშვილმა.

გამოძიების ცნობით, ხუთშაბათს, გვიან საღამოს 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. თავად ბრალდებულმა შემდეგ თავი მოიკლა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, იკითხებიან მოწმეები.
ყველა ახალი ამბავი
0