მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლონეთი გერმანიას საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. გერმანია საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდება, თუ უკრაინისთვის ტანკ Leopard-ების მიწოდებას არ დათანხმდება, განუცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არკადიუშ მულარჩიკმა პოლონურ რადიოს.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია მზად არის ნება დართოს ვარშავას, მიაწოდოს უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები, თუ ის ამგვარ მოთხოვნას დააყენებს. მულიარჩიკის თქმით, ბერლინის ამ ახალმა განცხადებამ აჩვენა, რომ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ზეწოლამ ბერლინზე გავლენა მოახდინა.

„გერმანია, რომელიც არ ეთანხმება უკრაინაში ტანკების გაგზავნას, საერთაშორისო იზოლაციაში ხვდება და მისი პოზიცია სუსტდება. გერმანიის გადაწყვეტილების შეცვლა მხოლოდ საერთაშორისო და საზოგადოებრივ ზეწოლას შეუძლია“, — განაცხადა მულარჩიკმა.

მისი თქმით, ახლა „მიმდინარეობს დიდი თამაში, რომელიც ეხება არა მარტო უკრაინის გამარჯვებას, არამედ ევროპაში ამერიკის გავლენასაც, რაც გერმანიასა და საფრანგეთს კარგად ესმით“.
უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ტელეკომპანია Polsat-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთს Leopard-ების უკრაინისთვის გადაცემა გერმანიის თანხმობის გარეშეც შეუძლია. მისი თქმით, ვარშავა მზადაა გერმანიის გარეშე შექმნას ქვეყნების მცირე კოალიცია, რათა კიევს ტანკები მიაწოდოს.
რუსეთი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებას და ამასთან დაკავშირებით ნოტაც გაუგზავნა ნატოს წევრ ქვეყნებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ნებისმიერი ტვირთი, რომელიც უკრაინისთვის იარაღს შეიცავს, რუსეთის ლეგიტიმური სამიზნე გახდება.
ყველა ახალი ამბავი
0