„ნაპოლი“ კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს

© SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
კლუბმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მთავარ ამოცანაზე – ჩემპიონატში გამარჯვებაზე, ხოლო კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბრის დრო არაა.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. იტალიური საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველთან ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, განაცხადა ნეაპოლური გუნდის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ.
იტალიურ მასმედიაში ნოემბრიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს ერთი წლით გააგრძელებს, ხოლო ამის პასუხად კლუბი მას ხელფასს გაუორმაგებს. კვარაცხელიამ შაბათს ავადმყოფობის გამო სერია А-ს მე-19 ტურის მატჩი გამოტოვა „სალერნიტანასთან“. 21 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა მოქმედი.

„ამ მომენტისთვის კვარაცხელიასთან ახალი კონტრაქტის ხელმოწერის აუცილებლობა არ არის. მას უკვე აქვს გრძელვადიანი კონტრაქტი „ნაპოლისთან“. ამავე დროს, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ფეხბურთელთან და მის აგენტთან“, – განაცხადა ჯუნტოლიმ გამოცემა Dazn-თან საუბრისას.

სპორტული დირექტორის თქმით, კლუბმა ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს მთავარ ამოცანაზე – ჩემპიონატში გამარჯვებაზე, ხოლო კონტრაქტის გაგრძელებაზე ლაპარაკის დრო ახლა არ არის.
„ახლა საჭიროა გულისყური მივმართოთ ყოველდღიურ ამოცანებზე და შედეგებზე, ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩემპიონატის მოგება“, – თქვა ჯუნტოლიმ.
კვარაცხელია სერია А-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა>>
ამჟამინდელ სეზონში კლუბისთვის კვარაცხელიამ 20 მატჩში (ყველა ტურნირზე) გაიტანა 9 გოლი და გააკეთა 12 შედეგიანი გადაცემა.
ამავე დროს, პრესაში მუდმივად ჩნდება ინფორმაცია, რომ მსოფლიო ფეხბურთის გრანდები კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენენ. ქართველი ფეხბურთელის ახალ შესაძლო კლუბებად ასახელებენ მადრიდის „რეალს“ და „ატლეტიკოს“, ინგლისის „არსენალს“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0