კვარაცხელია სერია А-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

© SSC Napoliხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
კვარაცხელია ასევე მოხვდა ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა whoscored.com „ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია სერია А-ს მე-18 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" ლიდერმა მე-18 ტურის მატჩში ტურინის „იუვენტუსთან" გამარჯვებაში (5:1) ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა – გაიტანა გოლი და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. ამასთან, პირველი გოლიც კვარაცხელიას მონაწილეობით გავიდა – კარში მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ვიქტორ ოსიმენს მიუვიდა, რომელმაც ანგარიში გახსნა.
პორტალმა ქართველ ლეგიონერს თითქმის მაქსიმალური შეფასება მისცა – 10-დან 9,8 ქულა, მის თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს, რომელმაც „იუვენტუსთან" მატჩში ორი გოლი გაიტანა, 9,4 ქულა აქვს.
კვარაცხელიასთან ერთად სერია А-ს მე-18 ტურის სიმპოლურ ნაკრებში „ნაპოლის" კიდევ სამი მოთამაშე მოხვდა – გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო (7,7), ამირ რახმანი (7,8) და ვიქტორ ოსიმენი (9,4).
გარდა ამისა, კვარაცხელია ასევე მოხვდა ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში.
ყველა ახალი ამბავი
0