https://sputnik-georgia.com/20230123/mshoblebis0mkvlelobashi-braldebuls-uvado-patimroba-sheeparda-274155218.html
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა შეეფარდა
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა. 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T11:51+0400
2023-01-23T11:51+0400
2023-01-23T16:09+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მიიღო.გამოძიების ცნობით, შემთხვევა ვაზისუბანში 2022 წლის 26 აპრილს მოხდა. 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა. ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.მამაკაცმა მშობლების მკვლელობის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ კი ბინაში გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს სრულად აღიარებს>>>სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, ბინიდან წაღებული თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამას გარდა, ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.საქმის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა. გიორგი ბეროზაშვილმა თვეების წინ მამის უკითხავად 21 ათასი დოლარს აიღო, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა. გიორგი ბეროზაშვილს სწორედ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოექმნა მშობლებთან კონფლიქტი.გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს პროკურატურა, ახალი ამბები
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს უვადო პატიმრობა შეეფარდა
11:51 23.01.2023 (განახლებულია: 16:09 23.01.2023) მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა.
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელ გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მიიღო.
გამოძიების ცნობით, შემთხვევა ვაზისუბანში 2022 წლის 26 აპრილს მოხდა. 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა. ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
მამაკაცმა მშობლების მკვლელობის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოაწყო. კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ კი ბინაში გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, ბინიდან წაღებული თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამას გარდა, ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარები.
საქმის პროკურორ გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა. გიორგი ბეროზაშვილმა თვეების წინ მამის უკითხავად 21 ათასი დოლარს აიღო, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა. გიორგი ბეროზაშვილს სწორედ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოექმნა მშობლებთან კონფლიქტი.
გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.