https://sputnik-georgia.com/20220430/msoblebis-mkvlelobasi-braldebuli-danasauls-srulad-ariarebs-266335894.html
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს სრულად აღიარებს
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს სრულად აღიარებს
Sputnik საქართველო
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელის სახით 16-დან 20-მდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
2022-04-30T15:00+0400
2022-04-30T15:00+0400
2022-04-30T15:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_54370e0e95a1ed6d8ab3ee545a51df17.jpg
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.შემთხვევა ვაზისუბანში 26 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა. ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა მიიღო. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა.გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, შესაბამისად, ისინი პატიმრობას ეთანხმებიან.საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა. მისი განცხადებით, გიორგი ბეროზაშვილი თვეების წინ მამის უკითხავად, 21 ათასი დოლარს აიღო, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა. გიორგი ბეროზაშვილს სწორედ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოექმნა მშობლებთან კონფლიქტი.გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა მშობლების მკვლელობის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა. კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ კი ბინაში გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, ბინიდან წაღებული თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარები.გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს.ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_891befb5baf8e85d9b195d820216b8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მშობლები მკვლელობა ბრალდებული დანაშაული აღიარება ვაზისუბანი გიორგი ბეროზაშვილი
მშობლები მკვლელობა ბრალდებული დანაშაული აღიარება ვაზისუბანი გიორგი ბეროზაშვილი
მშობლების მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს სრულად აღიარებს
მშობლების მკვლელობაში ბრალდებულს სასჯელის სახით 16-დან 20-მდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა ვაზისუბანში 26 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა მძინარე მშობლები ჯერ დახოცა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ბინას ცეცხლი წაუკიდა. ცოლ-ქმრის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯემალ კოპალიანმა მიიღო. პროკურატურა დაკავებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდების შუამდგომლობას დაეთანხმა.
გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს, შესაბამისად, ისინი პატიმრობას ეთანხმებიან.
„სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას", - განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.
საქმის პროკურორის, გრიგოლ ბიბილაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულს მშობლებთან კონფლიქტი 2019 წლიდან ჰქონდა. მისი განცხადებით, გიორგი ბეროზაშვილი თვეების წინ მამის უკითხავად, 21 ათასი დოლარს აიღო, რომლის ნაწილიც მან ტოტალიზატორში დახარჯა. გიორგი ბეროზაშვილს სწორედ აღნიშნულ თანხასთან დაკავშირებით წარმოექმნა მშობლებთან კონფლიქტი.
გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა მშობლების მკვლელობის დაფარვის მიზნით ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა. კარადებიდან გადმოყარა ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთები, მოძებნა მშობლების კუთვნილი თანხა და ოქროს სამკაულები, შემდეგ კი ბინაში გააჩინა ხანძარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი, ბინიდან წაღებული თანხა და ძვირფასეულობა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, ბეროზაშვილის ავტოფარეხის ჩხრეკისას ამოღებული იქნა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები და ხელყუმბარები.
გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს.
ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.