https://sputnik-georgia.com/20230123/ilia-darciasvilma-sakonsuloebis-tanamsromlebtan-sakoordinacio-sexvedra-gamarta-274180430.html
ილია დარჩიაშვილმა საკონსულოების თანამშრომლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
ილია დარჩიაშვილმა საკონსულოების თანამშრომლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
მინისტრმა სიტყვით მიმართა მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას... 23.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-23T23:45+0400
2023-01-23T23:45+0400
2023-01-24T01:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/17/274179197_59:0:1664:903_1920x0_80_0_0_7df8075d9929b5647434a49c14a7d929.jpg
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე.კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდგომ, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად იმართება. შეხვედრები 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.დარჩიაშვილმა მიმართა მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან.მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად, ეფექტიანად მუშაობის აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა როგორც სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.მინისტრის განცხადებით, საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საკონსულო თანამდებობის პირებს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის და მოუწოდა კვლავაც აქტიურად იმუშაონ საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეთა დასახმარებლად.ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, წარმოადგინა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მან ყურადღება გაამახვილა საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სიახლეებზე.კერძოდ, აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა განახლებული მისაღებისა და საკონსულო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რამაც უზრუნველყო მომსახურების ქოლ-ცენტრის მაღალი გამტარუნარიანობა და მისი გაძლიერება როგორც ოპერატიულ, ისე ანალიტიკურ დონეზე.რატომ არ დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი „ელჩების კონფერენცია 2022“-ის გახსნას? >>ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსულებისთვის გაიმართა საკონსულო სერვისების განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია.განახლებული ვებ-გვერდი ადაპტირებულია მოქალაქეთა საჭიროებების მიხედვით. კერძოდ, მას დაემატა მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის მეშვეობითაც პირი შეძლებს მონაცემების შაბლონის შექმნას, ელექტრონული განაცხადების გაკეთებას, განაცხადების სტატუსის შემოწმებასა და დოკუმენტების ატვირთვას.ამასთან, დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პირადი სივრცის მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება მიიღოს განახლებული ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის შესახებ.გარდა ამისა, გაუმჯობესდა ძებნისა და ნავიგაციის მექანიზმები და პროგრამის ანალიტიკური შესაძლებლობები. ვებ-გვერდს დაემატა ინტერაქტიული რუკის სექცია. კონსულებს წარუდგინეს ვებ-გვერდის ანალოგი მობილური აპლიკაციაც.პროტოკოლი არ დარღვეულა - საგარეო უწყებაში სალომე ზურაბიშვილს უპასუხეს >>ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპატიო კონსულის ინსტიტუტსა და მის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის იმიჯის განმტკიცების, ისე მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. საქართველოს მსოფლიოს 65 ქვეყანაში უკვე 87 საპატიო კონსული ჰყავს.საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის: საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ჩარჩოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ცირკულარულ შრომით მიგრაციას, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/17/274179197_259:0:1463:903_1920x0_80_0_0_fe13c13961d5076af36d4aaf1feab7b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ილია დარჩიაშვილმა საკონსულოების თანამშრომლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართა
23:45 23.01.2023 (განახლებულია: 01:09 24.01.2023) მინისტრმა სიტყვით მიმართა მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა და მათ საჭიროებებზე ზრუნვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრის გახსნის ცერემონიაზე.
კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდგომ, საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად იმართება. შეხვედრები 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
„მინდა, რომ თითოეული თქვენი ნაბიჯი და ყოველდღიური საქმიანობა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებზე იყოს მორგებული და თქვენ, რა თქმა უნდა, გექნებათ ჩვენი მხრიდან, პირველ რიგში საქართველოს მთავრობის და საგარეო უწყების მხრიდან მხარდაჭერა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დარჩიაშვილმა მიმართა მსოფლიოს 55 ქვეყანაში მივლენილ 70 საკონსულო თანამდებობის პირს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურებიან.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის საკონსულო სამსახურის გამართულად, ეფექტიანად მუშაობის აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა როგორც სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ისე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი მოვალეობაა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საკონსულო თანამდებობის პირებს პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის და მოუწოდა კვლავაც აქტიურად იმუშაონ საზღვარგარეთ მყოფ თანამოქალაქეთა დასახმარებლად.
ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, წარმოადგინა საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებული პრეზენტაცია. მან ყურადღება გაამახვილა საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და სიახლეებზე.
კერძოდ, აღინიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქალაქეთა განახლებული მისაღებისა და საკონსულო მომსახურების საინფორმაციო ცენტრის შექმნა, რამაც უზრუნველყო მომსახურების ქოლ-ცენტრის მაღალი გამტარუნარიანობა და მისი გაძლიერება როგორც ოპერატიულ, ისე ანალიტიკურ დონეზე.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში, კონსულებისთვის გაიმართა საკონსულო სერვისების განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია.
განახლებული ვებ-გვერდი ადაპტირებულია მოქალაქეთა საჭიროებების მიხედვით. კერძოდ, მას დაემატა მომხმარებლის პირადი სივრცე, რომლის მეშვეობითაც პირი შეძლებს მონაცემების შაბლონის შექმნას, ელექტრონული განაცხადების გაკეთებას, განაცხადების სტატუსის შემოწმებასა და დოკუმენტების ატვირთვას.
ამასთან, დარეგისტრირებულ მომხმარებელს, პირადი სივრცის მეშვეობით, შესაძლებლობა ექნება მიიღოს განახლებული ინფორმაცია ადგილსამყოფელ ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის შესახებ.
გარდა ამისა, გაუმჯობესდა ძებნისა და ნავიგაციის მექანიზმები და პროგრამის ანალიტიკური შესაძლებლობები. ვებ-გვერდს დაემატა ინტერაქტიული რუკის სექცია. კონსულებს წარუდგინეს ვებ-გვერდის ანალოგი მობილური აპლიკაციაც.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საპატიო კონსულის ინსტიტუტსა და მის მნიშვნელობაზე როგორც ქვეყნის იმიჯის განმტკიცების, ისე მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების გაუმჯობესების პროცესში. საქართველოს მსოფლიოს 65 ქვეყანაში უკვე 87 საპატიო კონსული ჰყავს.
საკოორდინაციო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ საკონსულო საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის: საკონსულო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, საკანონმდებლო ჩარჩოს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, კრიზისულ სიტუაციებში მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობების გაზრდას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, ცირკულარულ შრომით მიგრაციას, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა.