https://sputnik-georgia.com/20221226/protokoli-ar-darrveula-sagareo-uwyebasi-salome-zurabisvils-upasuxes-273427330.html
პროტოკოლი არ დარღვეულა - საგარეო უწყებაში სალომე ზურაბიშვილს უპასუხეს
პროტოკოლი არ დარღვეულა - საგარეო უწყებაში სალომე ზურაბიშვილს უპასუხეს
Sputnik საქართველო
ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T23:58+0400
2022-12-26T23:58+0400
2022-12-27T01:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_0:0:1498:844_1920x0_80_0_0_632afeb1c0b901ac3b0f6ba07bde2ab0.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პროტოკოლური განლაგების წესი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „2022 წლის ელჩების კონფერენციის“ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზად დასახელდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის დადგენილი წესების უხეში დარღვევა. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულეს იმაში, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილი არ განსაზღვრეს.განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ზურაბიშვილს მონაწილეობა მიეღო ღონისძიებაზე და ელოდებოდა მას.პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა >>„დარწმუნებული ვარ, ეს ტექნიკური საკითხები მალე აღმოიფხვრება და მომავალში პრეზიდენტი მსგავსი ტიპის შეკრებაზე მობრძანდება და საქართველოს დიპლომატებს მიმართავს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“ თბილისში დღეს, დილით გაიხსნა.კონფერენცია გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც იყო დაგეგმილი.„ელჩების კონფერენცია 2022“ 26–28 დეკემბერს იმართება. კონფერენციის მონაწილეები 2022 წლის საგარეო პოლიტიკის სფეროში საქმიანობას შეაჯამებენ და 2023 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23432/92/234329265_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_9bd32177ab048eac9fbcc2e1c9aed8e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პროტოკოლი არ დარღვეულა - საგარეო უწყებაში სალომე ზურაბიშვილს უპასუხეს
23:58 26.12.2022 (განახლებულია: 01:48 27.12.2022) ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები, განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ პროტოკოლური განლაგების წესი, რომელიც აღიარებულია მსოფლიოში, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „2022 წლის ელჩების კონფერენციის“ გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზად დასახელდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის დადგენილი წესების უხეში დარღვევა. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაადანაშაულეს იმაში, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილი არ განსაზღვრეს.
„პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ზურაბიშვილს მონაწილეობა მიეღო ღონისძიებაზე და ელოდებოდა მას.
„დარწმუნებული ვარ, ეს ტექნიკური საკითხები მალე აღმოიფხვრება და მომავალში პრეზიდენტი მსგავსი ტიპის შეკრებაზე მობრძანდება და საქართველოს დიპლომატებს მიმართავს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2022“ თბილისში დღეს, დილით გაიხსნა.
კონფერენცია გახსნეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაც იყო დაგეგმილი.
„ელჩების კონფერენცია 2022“ 26–28 დეკემბერს იმართება. კონფერენციის მონაწილეები 2022 წლის საგარეო პოლიტიკის სფეროში საქმიანობას შეაჯამებენ და 2023 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და საგარეო უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.