დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგების აღმოფხვრაზე 21 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება

© Khobi Municipalityქარიშხლის შედეგები დასავლეთ საქართველოში
ქარიშხლის შედეგები დასავლეთ საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2023
გამოწერა
იანვრის შუა რიცხვებში დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იყო, რომელმაც რეგიონებში ინფრასტრუქტურა დააზიანა.
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომპენსაციების გასაცემად 21,2 მლნ ლარამდე გამოყო.
იანვრის შუა რიცხვებში დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი იყო, რომელმაც რეგიონებში ინფრასტრუქტურა დააზიანა, სტიქიის შედეგად რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

„ეს თანხა განკუთვნილი იქნება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციისთვის. პირველადი შეფასებით, ეს არის დაახლოებით 4000-მდე საცხოვრებელი სახლი და 300-მდე საჯარო გამოყენების შენობა-ნაგებობა“, – განაცხადა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, სამუშაოებში დაიწყება იმ რეგიონებიდან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
„აღნიშნული თანხა სრულად ჰყოფნის იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში მიყენებულ ზიანს. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი დაფინანსება გახდება საჭირო, ბუნებრივია, ეს მიმდინარე სამუშაო პროცესში დაკორექტირდება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტებს 19,695 მლნ ლარი გამოეყოფა. ხოლო სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების საკომპენსაციოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1,470 მლნ ლარი გამოიყოფა.
ყველა ახალი ამბავი
0