როგორია საგარეჯოში დაჭრილების მდგომარეობა: ექიმის შეფასება

© photo: Sputnik / Stringerრეანიმაციის განყოფილებაში
რეანიმაციის განყოფილებაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2023
გამოწერა
ერთ-ერთი დაჭრილი პირი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება
თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილი ორი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, განაცხადა საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა, ექიმ მამუკა ოთიაშვილმა.
საგარეჯოში 48 წლის ნოდარ ათუაშვილმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც ესროლა. საგარეჯოში იმ საზარელ ღამეს დაიჭრა ხუთი და დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. თავად ათუაშვილმა მკვლელობების შემდეგ თავი მოიკლა.
როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ორი პაციენტის გაწერა უახლოეს დღეებში იგეგმება.
„ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, დამაკმაყოფილებელია, ხოლო კიდევ ერთის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია, კვლავ რჩება მძიმე, პაციენტი არის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. გუშინდელთან შედარებით მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა მიყენებული დაზიანებებიდან გამომდინარე ფასდება მძიმედ და რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტის გაწერა, რომლებიც ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, უახლოეს დღეებში იგეგმება“, – განაცხადა ექიმმა.
მასობრივი მკვლელობის ერთ-ერთ მოტივად სახელდება კონფლიქტი მეზობლებთან.
ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსის ეზოში ნათლისღებას დღესასწაულის აღსანიშნავად გაშლილ სუფრაზე ათუაშვილს ერთ-ერთ მოკლულთან კონფლიქტი მოუვიდა. ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდებოდა იგი. შემდეგ ათუაშვილი თავის ბინაში ავიდა და ეზოში მყოფების მისამართით აივნიდან ავტომატური ცეცხლი გახსნა. თვითმხილველების თქმით, სროლა დაახლოებით 00:10 საათზე დაიწყო და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
„რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ“: კახეთის პოლიციის უფროსი საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე >>
სხვა ვერსიით, ბოროტმოქმედის ქმედებების მიზეზი პოსტტრავმული სინდრომის გამწვავება გახდა. 2006 წლიდან 2021 წლამდე ის თავდაცვის ძალებში მსახურობდა, მონაწილეობდა სამშვიდობო მისიაში ავღანეთში.
მეზობლები ასევე საუბრობენ პრობლემებზე, რომლებიც ათუაშვილს ჰქონდა სამსახურში და პირად ცხოვრებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მას
ყველა ახალი ამბავი
0