https://sputnik-georgia.com/20230122/ramdeni-patimaria-saqartvelosi-bolo-monacemebi-274129792.html
რამდენი პატიმარია საქართველოში – ბოლო მონაცემები
რამდენი პატიმარია საქართველოში – ბოლო მონაცემები
Sputnik საქართველო
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. 22.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-22T09:33+0400
2023-01-22T09:33+0400
2023-01-22T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_54370e0e95a1ed6d8ab3ee545a51df17.jpg
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, 9.702 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 325 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.1 დეკემბრისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში ასევე 34 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 61 პირი იმყოფება.მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.2022 წლის 1 დეკემბრისთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 11 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 3 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 174 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებშისაქართველოს ციხეებში მოთავსებულია 49 ქვეყნის 651 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 62 უცხოელი ქალი იმყოფება.საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 22,2 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 63 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 329 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23903/06/239030658_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_891befb5baf8e85d9b195d820216b8d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში
რამდენი პატიმარია საქართველოში – ბოლო მონაცემები
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, 9.702 პატიმარი იმყოფებოდა, აქედან 325 - ქალია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
1 დეკემბრისთვის პატიმართა საერთო რიცხვი მოსახლეობის 0,26%-ს შეადგენდა. ამასთან დაახლოებით 3 ათასი ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანები არიან. საქართველოს ციხეებში ასევე 34 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 61 პირი იმყოფება.
მსჯავრდებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა რუსთავის №15 და გლდანის №17 დაწესებულებაში იმყოფება.
2022 წლის 1 დეკემბრისთვის განაჩენს ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 11 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 3 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 174 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 49 ქვეყნის 651 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6,7%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 62 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის მოქალაქეები, შემდეგ მოდიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის მოქალაქეები. ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 22,2 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 1,1 ათასი ქალი და 63 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 329 უცხოელი 25 ქვეყნიდან, მათ შორის არიან რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უზბეკეთის, ისრაელის, ინდოეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.