https://sputnik-georgia.com/20230121/rusettan-aviamimosvlis-ardgena-komfortis-seqmnaa-mixeil-sarjvelaze-274128887.html
რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა კომფორტის შექმნაა - მიხეილ სარჯველაძე
რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა კომფორტის შექმნაა - მიხეილ სარჯველაძე
Sputnik საქართველო
ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურება, მიაჩნია პოლიტიკოსს 21.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-21T20:32+0400
2023-01-21T20:32+0400
2023-01-21T20:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
რუსეთი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450311_0:151:3102:1896_1920x0_80_0_0_9af52e08c4432a970ee3422f91c7976c.jpg
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების გახსნა კომფორტული იქნება, პირველ რიგში, რუსეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისთვის, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა.2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება>>>რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.სალომე ზურაბიშვილი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგია >>რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252450311_187:0:2916:2047_1920x0_80_0_0_11e03eda24db2c014d79ba165abccfd2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები, რუსეთი, ქართული ოცნება
რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა კომფორტის შექმნაა - მიხეილ სარჯველაძე
ავიამიმოსვლის აღდგენა რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურება, მიაჩნია პოლიტიკოსს
თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისების გახსნა კომფორტული იქნება, პირველ რიგში, რუსეთში მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისთვის, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ამასთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგია რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა.
„იმ ფონზე, როდესაც არსებობს მოცემულობა, რომ რუსეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოში მანქანით იმოგზაუროს, ასეთ პირობებში ტექნიკურად ახალი არხის გახსნა შესაძლებლობას მისცემს, მაგალითად, რუსეთში მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას, იმოგზაურონ საქართველოში საკუთარი ოჯახების მოსანახულებლად, არა სომხეთის, აზერბაიჯანის გავლით, არამედ პირდაპირ იმოგზაურონ. ამაში მე პირადად ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
ლავროვს იმედი აქვს, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა მალე განახლდება>>>
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სუვერენიტეტი აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე იმ შეხვედრების ფარგლებში, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელ გრიგორი კარასინს შორის იმართება პრაღაში 2012 წლიდან.