https://sputnik-georgia.com/20230120/tragedia-sagarejosi-prezoidenti-usamzimrebs-274095286.html
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა
Sputnik საქართველო
საგარეჯოში მამაკაცმა ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს და ადგილზე მისულ პოლიციელებს. დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ხუთი კი დაიჭრა. 20.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-20T13:06+0400
2023-01-20T13:06+0400
2023-01-20T17:11+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
კახეთი
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868189_0:160:2400:1510_1920x0_80_0_0_0e105f207cb62eaed7aef959b166036f.jpg
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო.საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.პრეზიდენტმა თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.ტრაგედია საგარეჯოში - შსს დაღუპული პოლიციელის ოჯახს უსამძიმრებს>>მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265868189_323:129:2284:1600_1920x0_80_0_0_5dcbdb707a01717bb2185f286366b60e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, კახეთი , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა
13:06 20.01.2023 (განახლებულია: 17:11 20.01.2023) საგარეჯოში მამაკაცმა ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს და ადგილზე მისულ პოლიციელებს. დაიღუპა ხუთი ადამიანი, კიდევ ხუთი კი დაიჭრა.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის გამო.
საგარეჯოში 48 წლის მამაკაცმა თავისი ბინის აივნიდან ავტომატით ცეცხლი გაუხსნა ეზოში მყოფ ადამიანებს, მოგვიანებით კი შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებსაც. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი, ხუთი დაშავებული პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდა ამისა, გარდაცვლილია თავად მსროლელი – სავარაუდოდ, მან თავი მოიკლა.
„ვუსამძიმრებ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს, ვუსამძიმრებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ღირსეული პოლიციელის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა პროფესიული მოვალეობის შესრულებას, საქართველოსთვის სამსახურს“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტმა თავდასხმის შედეგად დაჭრილებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 2006 წლიდან 2021 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა. იმყოფებოდა ავღანეთში, სადაც მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს.