წარმატების საწინდარი, ანუ როცა კულტურული ტრადიციები გრძელდება

© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
საქართველოს რეგიონების წარმატებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ის კულტურული ტრადიციები, რასაც წლების მანძილზე ჩაეყარა საფუძველი. თუ დღეს გურჯაანის რაიონში მუსიკალური ცხოვრება გრძელდება, ეს ამ პიროვნების დამსახურებაცაა.
გაიცანით რაიონის სამუსიკო გაერთიანებაში სასწავლო მეთოდოლოგიის დარგის მთავარი სპეციალისტი, მუსიკოსი და ფოლკლორისტი რუსუდან ჩიტაური.
მისი ნაშრომი შევიდა ინგლისურ ენაზე დაბეჭდილ სამტომეულში „საქართველოს სიძველენი“, სადაც ერთი ტომი ქართულ ხალხურ სიმღერას დაეთმო. 2005 წელს გერმანიაში საგუნდო და ხალხური სიმღერის ფესტივალზე მან საპატიო პრიზი მოიპოვა. ქალბატონი რუსუდანის აღზრდილები თბილისის პირველი ეროვნული საგუნდო მუსიკის კონკურსის ოქროს მედალოსნები გახდნენ. მისი სტუდენტები ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლებში მღერიან და უკვე თავადაც ჰყავთ ანსამბლი.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
რუსუდან ჩიტაური
- ქალბატონო რუსუდან, რაიონში აღდგენილი ტრადიციებიდან რომელს გაიხსენებთ?
- ჩვენ მიერ აღდგენილი ტრადიციებიდან დავასახელებ „ნატოობას“, რომელიც 14 ივნისს ტარდება, ოქტომბერში დაგეგმილ „გურჯაან-ქალაქობას“ და „ღვინის ფესტივალს“, რომელიც რამდენიმე წელია „გურჯაან-ქალაქობასთან“ ერთად იმართება და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერაა დაფუძნებული. გურჯაანის რაიონს მუსიკალური და, ზოგადად, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით დიდი ტრადიციები აქვს. ჩემი ბავშვობისა და მოსწავლეობის ძვირფასი წლები გურჯაანთანაა დაკავშირებული.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
რუსუდან ჩიტაური
- მუსიკისადმი სიყვარული როდის გაგიჩნდათ?
- ქართული სიმღერისადმი სიყვარული გადმომეცა დედისგან, რომელიც კარგად მღეროდა. ჯერ კიდევ ოთხი-ხუთი წლის ასაკში კომპოზიტორ მერი დავითაშვილის ყველა სიმღერას ვმღეროდი. 60-იან წლებში გურჯაანის სამუსიკო სკოლის დირექტორად და დამფუძნებლად მოგვევლინა მუსიკოსი ვახტანგ კოპინაშვილი, რომლის დამსახურებაა მუსიკისადმი ჩემი სერიოზული მიდგომა. ასევე ხალხური სიმღერის სიყვარულთანაა დაკავშირებული რადიოგადაცემა, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვუსმენდი. ეს იყო გადაცემა „სოფლის დილა", სადაც სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები ჟღერდა. ვფიქრობ, ჩემი პროფესიის არჩევანი სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. ამის შემდეგ იყო სკოლა და სამუსიკო სასწავლებელი. მე პირველ საშუალო სკოლაში ვსწავლობდი და ჩვენი გუნდი ოთარ ბეციაშვილის ხელმძღვანელობით მუდამ გადიოდა დათვალიერებაზე. მე ხან სოლისტი ვიყავი, ხან - კონცერტმაისტერი.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
რუსუდან ჩიტაური
- საერთაშორისო წარმატებებიდან რომელს გაიხსენებთ?
- პირველ რიგში 2005 წელს გერმანიაში საგუნდო და ხალხური სიმღერის ფესტივალზე მოპოვებულ საპატიო პრიზს გავიხსენებ. 2015 წელს ჩემი აღსაზრდელები თბილისის პირველი ეროვნული საგუნდო მუსიკის კონკურსის ოქროს მედალოსნები გახდნენ. ჩემი სტუდენტები კი ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლებში მღერიან და უკვე თავადაც ჰყავთ ანსამბლი. ჩემი ნაშრომი შევიდა ინგლისურ ენაზე დაბეჭდილ სამტომეულში „საქართველოს სიძველენი“, სადაც ერთი ტომი ქართულ ხალხურ სიმღერას დაეთმო.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური
რუსუდან ჩიტაური - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
რუსუდან ჩიტაური
- კონსერვატორიაში მომავალ სპეციალობად ფოლკლორისტიკა აირჩიეთ...
- კონსერვატორიაში მუსიკისმცოდნეობა–საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი ხელმძღვანელი ფოლკლორში იყო ეთნომუსიკოლოგი და ხელოვნებათმცოდე ოთარ ჩიჯავაძე, რომელმაც ლეჩხუმის კუთხის სიმღერების ჩაწერა, შესწავლა და გაშიფრვა ჩამაბარა. საბოლოოდ ეს თემა სადიპლომო ნაშრომად გავიტანე. ამ საქმეს სამი წელი მოვანდომე. 1982-83 წლებში ლეჩხუმის ექსპედიციებში ვიღებდი მონაწილეობას, რის შედეგადაც 45 სიმღერის ჩაწერა მოვახერხე. ამგვარად ფოლკლორისტიკის მეცნიერებაში სიღრმისეულად ჩავერთე.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად
რუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
რუსუდან ჩიტაური სტუმრებთან ერთად
- უმაღლესის მერე სად განაგრძეთ მუსიკალური საქმიანობა?
- უმაღლესის მერე განაწილებით სიღნაღის სამუსიკო სასწავლებელში მოვხვდი. მონაწილეობა მივიღეთ რესპუბლიკურ დათვალიერებაში, წარმატებით გამოვდიოდით კონცერტებით. სამწუხაროდ, ეს ჩანაწერები არ შემომრჩა. გარკვეული დროის მერე სიღნაღიდან გადამიყვანეს სოფელ შრომის, ახლანდელი ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის დირექტორად, სადაც ცხრა წელი ვიმუშავე. იქ ბავშვებს ხალხური სიმღერის სიყვარულს ვუნერგავდი.
© courtesy of Rusudan Chitauriპოეტ თემურ ჩალაბაშვილთან ერთად
პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
პოეტ თემურ ჩალაბაშვილთან ერთად
- როგორც ფოლკლორისტმა სად იმუშავეთ?
- ფოლკლორისტად 1995 წლიდან ვმუშაობ თბილისის მესამე სამუსიკო სასწავლებელში, სადაც ფოლკლორული ანსამბლი „მარიალისი" ჩამოვაყალიბე. 2010-12 წლებში თბილისის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთში" ვმუშაობდი. იქაც მყავდა ფოლკლორული ანსამბლი „აგუძერა", სადაც ყველა კუთხის სიმღერებს, განსაკუთრებით, აფხაზურ სიმღერებს ვმღეროდით. 2011 წელს „არტ-გენზე“ სწორედ ამ სიმღერებით გავედით და დიდი მოწონება დავიმსახურეთ. აფხაზური სიმღერების ბრწყინვალედ შესრულებისთვის საპატიო ადგილზე თბილისის მერიის ყველა ფესტივალსა და დათვალიერებაზე გავდიოდით. 2013 წელს სამუშაოდ გურჯაანში, სამუსიკო სკოლების გაერთიანების დირექტორად გადმოვედი.
© courtesy of Rusudan Chitauriრუსუდან ჩიტაური, ბექა გოგინაშვილი და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები
რუსუდან ჩიტაური, ბექა გოგინაშვილი და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
რუსუდან ჩიტაური, ბექა გოგინაშვილი და სამუსიკო სკოლის მოსწავლეები
- როგორც ვიცი, თქვენს რაიონში ყოველთვის იყვნენ ხალხური სიმღერის ანსამბლები...
- დიახ, ყოველთვის იყვნენ გამორჩეული ანსამბლები. მათ შორის იყო ცნობილი ლოტბარისა და მომღერლის ლევან უღალაშვილის ანსამბლიც. დღეს ამ ტრადიციას აგრძელებს ვაჟთა ფოლკლორული გუნდი „გურჯაანი", რომელიც მრავალი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გუნდია. ასევე ვახსენებ ლევან მუღალაშვილის სახელობის გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლას. ჩემი მუშაობის პერიოდში ბევრი ღონისძიება ჩატარდა, აღსანიშნავია სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ჩატარება ორ წელიწადში ერთხელ დამკვიდრდა. ასე რომ, ჩვენი რაიონი დღემდე აგრძელებს წლების მანძილზე დამკვიდრებულ ტრადიციებს და ეს კი მომავალი წარმატებების საწინდარია.
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0