რუსი ტუროპერატორები მზად არიან საქართველოში ტურების გაყიდვა დაიწყონ

© photo: Sputnik / Vitaliy An'kov / გადასვლა მედიაბანკშითვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება.
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში რუსი ტუროპერატორები მზად არიან განაახლონ ტურების გაყიდვა, ნათქვამია რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის (ATOR) განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.

„თუ საქართველოში პირდაპირი რეისები განახლდება და ტურისტული პაკეტების გაყიდვა დაიწყება, ტუროპერატორები სიამოვნებით ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და საქართველოში ტურისტული ნაკადი საგრძნობლად გაიზრდება“, – განაცხადეს ასოციაციაში.

როგორც ATOR-ში აღნიშნეს, 2022 წლის ზაფხულში შეზღუდვების პირობებშიც კი საქართველოს საზღვაო კურორტებზე დასვენების მოთხოვნა შედარებით სტაბილური იყო – ორგანიზებულმა ტურისტებმა ტუროპერატორებთან სასტუმროები დაჯავშნეს და ძირითადად მინსკის გავლით დაფრინავდნენ.
„ტუროპერატორებს უკვე შეუძლიათ ლეგალურად გაყიდონ სასტუმროების ჯავშანი და ექსკურსიები საქართველოში. ტურისტებს საქართველოში ჩასვლა ახლა შეუძლიათ მინსკის, ერევნის, ბაქოს ან სტამბულის გავლით რეისებით, ან სახმელეთო ტრანსპორტით ერევნიდან, ან პირდაპირ რუსეთიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის" გავლით", – ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე: ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია ჩვენი თანამემამულეებისთვის>>>
ამასთან, ექსპერტები აცხადებენ, რომ ტურისტები, რომლებიც პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში საქართველოში გაემგზავრებიან, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ ეს მიმართულება გაძვირდება. ასოციაციაში ამას, პირველ რიგში, უკავშირებენ 2022 წელს საქართველოში რუსების დიდი ნაკადის გამო სასტუმროების ფასების გაზრდას და ინფლაციას.
„2023 წელს საქართველოს მიმართულება, შესაძლოა, აღარ იყოს ისეთი ბიუჯეტური, როგორც ეს იყო 2019 წლამდე, როდესაც ბევრ რუსს შეეძლო უბრალოდ გადაფრენილიყო თბილისში უქმეებზე. გაურკვეველია გადაზიდვების შესაძლო მოცულობა, სავარაუდოდ, იგი თავიდან არცთუ დიდი იქნება და ბილეთებიც იაფი არ იქნება“, – განაცხადეს ATOR-ში.
2019 წლის 8 ივლისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით აეკრძალათ საქართველოში საჰაერო გადაზიდვების განხორციელება. იმავე დღეს ძალაში შევიდა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილება ქართული ავიახაზების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.
რუსეთის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც 20 ივნისს რამდენიმე ათასმა ადამიანმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან ანტირუსული აქცია გამართა. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0