https://sputnik-georgia.com/20230119/strasburgis-sasamartlom-temirlan-macalikasvilis-mkvlelobis-gamoziebisas-xarvezi-gamoavlina-274081315.html
სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებისას ხარვეზი გამოავლინა
სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებისას ხარვეზი გამოავლინა
Sputnik საქართველო
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების ეტაპზე დაირღვა კონვენციის მუხლი - „სიცოცხლის უფლება“ 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T22:57+0400
2023-01-19T22:57+0400
2023-01-19T22:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
ადამიანის უფლებები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23886/62/238866263_0:223:2001:1348_1920x0_80_0_0_95c2d368231d44b0b69f78f0d2e35e26.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სპეცრაზმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შენიშნა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.კერძოდ, სასამართლოს მტკიცებით, გამოძიების განმახორციელებელი ორგანო არ ყოფილა საკმარისად მიუკერძოებელი, ხოლო დანაშაულის ადგილი - მაჩალიკაშვილის ოთახი არ დალუქულა, სამხილებს ადგილი შეუცვალეს, რამაც გავლენა იქონია გამოძიებაზე, რადგან ვერ ხერხდება ოჯახის ვერსიის შემოწმება, თითქოს ბრალდებულს სპეცოპერაციის ჩატარების მომენტში ხელში ტელეფონი ეჭირა და ყურსასმენები ეკეთა.გარდა ამისა, სასამართლომ დარღვევად მიიჩნია სპეცრაზმელების დაკითხვის დაგვიანება ხუთი კვირით, რაც, მისი აზრით, გამოძიების ადეკვატურობის ნაკლს წარმოადგენს.სასამართლოს მონაცემებით, ასევე არ არსებობს სპეცოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა თუ განხორციელების შესახებ ოფიციალური ანგარიშები.თემირლან მაჩალიკაშვილის დედა: ის ტერორისტი არ ყოფილა, და ხელისუფლებამ ეს იცის >>რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის ფაქტს, სასამართლომ ოფიციალური ვერსია დამაჯერებლად მიიჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო შეუძლებელი იყო ოჯახისა და სახელმწიფოს ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების შეფასება.ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს.გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოჯახის სარჩელი მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), რადგან არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ოჯახმა გადაიტანა იმაზე მეტი სტრესი, რაც სპეცოპერაციისას არის მოსალოდნელი.ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23886/62/238866263_16:0:1969:1465_1920x0_80_0_0_a80f7fd4838737dc18d334d36d9014cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები
სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებისას ხარვეზი გამოავლინა
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების ეტაპზე დაირღვა კონვენციის მუხლი - „სიცოცხლის უფლება“
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. როგორც გამოძიებამ დაადგინა, სპეცრაზმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შენიშნა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების ეტაპზე დაირღვა კონვენციის მუხლი - „სიცოცხლის უფლება“.
კერძოდ, სასამართლოს მტკიცებით, გამოძიების განმახორციელებელი ორგანო არ ყოფილა საკმარისად მიუკერძოებელი, ხოლო დანაშაულის ადგილი - მაჩალიკაშვილის ოთახი არ დალუქულა, სამხილებს ადგილი შეუცვალეს, რამაც გავლენა იქონია გამოძიებაზე, რადგან ვერ ხერხდება ოჯახის ვერსიის შემოწმება, თითქოს ბრალდებულს სპეცოპერაციის ჩატარების მომენტში ხელში ტელეფონი ეჭირა და ყურსასმენები ეკეთა.
გარდა ამისა, სასამართლომ დარღვევად მიიჩნია სპეცრაზმელების დაკითხვის დაგვიანება ხუთი კვირით, რაც, მისი აზრით, გამოძიების ადეკვატურობის ნაკლს წარმოადგენს.
სასამართლოს მონაცემებით, ასევე არ არსებობს სპეცოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა თუ განხორციელების შესახებ ოფიციალური ანგარიშები.
„სასამართლომ აღმოაჩინა რამდენიმე ხარვეზი სასამართლო პროცესის მსვლელობისას. კერძოდ, არასწორი წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ის, თუ როგორ მოხდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებების შეგროვება და დამუშავება, ოპერაციის დაგეგმვისა და კონტროლის ეტაპის ზედაპირული ანალიზი, ოფიცრების დაკითხვის გაჭიანურება, და მაჩალიკაშვილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსზე უარის თქმა, რამაც ოჯახისთვის შეუძლებელი გახადა პროკურატურის გადაწყვეტილების გასაჩივრება გამოძიების დახურვის შესახებ“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის ფაქტს, სასამართლომ ოფიციალური ვერსია დამაჯერებლად მიიჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიებაში არსებული ხარვეზების გამო შეუძლებელი იყო ოჯახისა და სახელმწიფოს ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების შეფასება.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულება, რათა გაკეთდეს დასკვნა, გონივრული ეჭვის მიღმა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა ვითარებაში, რომელიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მოიცავს.
გარდა ამისა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოჯახის სარჩელი მე-3 მუხლის დარღვევის შესახებ (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), რადგან არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ ოჯახმა გადაიტანა იმაზე მეტი სტრესი, რაც სპეცოპერაციისას არის მოსალოდნელი.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მეორე მუხლის დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რის საფუძველზეც საქართველოს სახელმწიფოს მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 10 ათასი ევროს და ხარჯების ანაზღაურებისთვის 15 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.