https://sputnik-georgia.com/20230119/saqartvelo-espanetsi-saertasoriso-turistul-gamofenasi-monawileobs-274071753.html
საქართველო ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
Sputnik საქართველო
გამოფენაზე მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნის 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T18:38+0400
2023-01-19T18:38+0400
2023-01-19T22:13+0400
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საქართველო
ესპანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273882525_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_67b0e3b7becbed04f2e234d68f0813f6.jpg
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენაში fitur-2023, იუწყება ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მადრიდში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ასევე რვა ტურისტული კომპანია.გამოფენის ფარგლებში ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, საერთაშორისო მასმედიისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან. FITUR-2023-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლები იხილონ და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.The New York Times მოგზაურობის მოყვარულებს საქართველოში სტუმრობას ურჩევს>>გამოფენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებიან.მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. FITUR-2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.Fitur არის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, რომელიც 30 წელზე მეტია იმართება. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება ტურიზმის სფეროში. მონაწილეებს შორის არიან ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები: ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, გადამზიდველები, ტურისტული ოფისები, ბიზნეს-კომპანიები და ა.შ.
საქართველო
ესპანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273882525_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_838c73ae7196a6879e783c0c2d6de1b6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი
ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საქართველო, ესპანეთი
საქართველო ესპანეთში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
18:38 19.01.2023 (განახლებულია: 22:13 19.01.2023) გამოფენაზე მსოფლიოს 130-ზე მეტი ქვეყნის 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენაში fitur-2023, იუწყება ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მადრიდში მიმდინარე გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გარდა მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, ასევე რვა ტურისტული კომპანია.
გამოფენის ფარგლებში ესპანეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით შეხვედრები მიმდინარეობს საერთაშორისო ტურისტული კომპანიების, საერთაშორისო მასმედიისა და საკომუნიკაციო სააგენტოების წარმომადგენლებთან.
FITUR-2023-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეორგოლები იხილონ და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ.
გამოფენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე ესწრებიან.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე 130-ზე მეტი სახელმწიფოდან 8 ათასზე მეტი კომპანიაა წარმოდგენილი. FITUR-2023-ს 100 ათასზე მეტი დამთვალიერებელი და ბიზნესის წარმომადგენელი ესწრება.
Fitur არის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა, რომელიც 30 წელზე მეტია იმართება. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიება ტურიზმის სფეროში. მონაწილეებს შორის არიან ტურისტული ინდუსტრიის ყველა სეგმენტის წარმომადგენლები: ტურ-ოპერატორები, ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, გადამზიდველები, ტურისტული ოფისები, ბიზნეს-კომპანიები და ა.შ.