ნინო ხარატიშვილი კარლ ცუკმაიერის მედლით დაჯილდოვდა

© courtesy of Nino Haratischwiliნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
ხარატიშვილი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, ადელბერტ ფონ შამისოს, ბერტოლდ ბრეხტის, შილერის პრემიების ლაურეატია.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით – კარლ ცუკმაიერის მედლით დაჯილდოვდა.
კარლ ცუკმაიერის მედალი გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის ლიტერატურული პრემიაა, რომელიც გაიცემა „გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვის მიმართ დამსახურებისათვის“.
აღნიშნული მედალი 1979 წელს მწერლისა და დრამატურგის კარლ ცუკმაიერის ხსოვნის პატივსაცემად დაწესდა. პრემიის გადაცემის ცერემონია ქალაქ მაინცის სახელმწიფო თეატრში ტრადიციულად ყოველ 18 იანვარს იმართება.
ნინო ხარატიშვილი ცნობილი მწერალი, დრამატურგი და თეატრის რეჟისორია. მისი ცნობილი რომანებია „ჟუჟა", „ჩემი ნაზი ტყუპისცალი", „ბარბარა", „მერვე სიცოცხლე“, „კატა“ და სხვ. ნინო ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში. წერს გერმანულ ენაზე.
© Photo: Nino Haratischwili / FBნინო ხარატიშვილი
Грузинская писательница и драматург Нино Харатишвили - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. როგორც პიესების ავტორმა და ქართულ–გერმანული თეატრალური დასის ხელმძღვანელმა, მან ადრეული წლებიდან მიიქცია ყურადღება. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში.
მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მერვე სიცოცხლე".
ხარატიშვილი მრავალი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის, მათ შორის, ადელბერტ ფონ შამისოს, ბერტოლდ ბრეხტის, შილერის პრემიების ლაურეატია.
ყველა ახალი ამბავი
0