ლავროვი: მინსკსა და მოსკოვს სპეცოპერაციის მიზნებში საერთო პოზიცია აქვთ

© MFA of Russia / გადასვლა მედიაბანკშისერგეი ლავროვი და ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში
სერგეი ლავროვი და ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. რუსეთსა და ბელარუსს საერთო პოზიცია აქვთ იმის თაობაზე, თუ რა მიზნების მიღწევაა აუცილებელი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო სპეცოპერაციის დროს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
ლავროვი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მინსკში, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან გამართა მოლაპარაკებები. შეხვედრის შემდეგ ბელარუსული მასმედიისთვის ბრიფინგი მოეწყო.

„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ ვითარდება სიტუაცია უკრაინაში ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში. გვაქვს ერთიანი პოზიცია იმის შესახებ, თუ რა მიზნებს უნდა მივაღწიოთ და როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის, რომ არც რუსეთს და არც ბელარუსს ჩვენი მეზობლების მხრიდან არანაირი საფრთხე არ დაემუქროს“, — განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

ამასთან რუსმა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსში ვიზიტისას სურს განიხილოს ვითარება, რომელიც „დასავლეთის მიერ ტოტალური დომინირების ხაზის გატარების“ შედეგად წარმოიშვა.
ყველა ახალი ამბავი
0