https://sputnik-georgia.com/20230119/kobaxidze0saqartvelos-omshi-chatrevis-sakitxze-274063961.html
„განსაკუთრებული ინტერესი": „ქართული ოცნების“ ლიდერი საქართველოს ომში ჩათრევის საკითხზე
„განსაკუთრებული ინტერესი": „ქართული ოცნების“ ლიდერი საქართველოს ომში ჩათრევის საკითხზე
Sputnik საქართველო
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T15:15+0400
2023-01-19T15:15+0400
2023-01-19T21:02+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_a8fd2184f061c5fff95e7693c6f68dd6.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს – ეს არის მეორე ფრონტის გახსნა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.მისი თქმით, იყო მესიჯი, რომ ჩვენ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის, ამ დროს მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას არ იღებს და დსთ-ის წევრადაც რჩება.„დადებითი შედეგის იმედი გვაქვს“ - საქართველოში ევროკავშირის ელჩი ევროკომისიის შეფასებაზე>>>„არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. არსად რეზოლუცია არ მიუღიათ მოლდოვასთან დაკავშირებით, არცერთ ევროპარლამენტარს ასეთი რამ არ უთქვამს და, პირიქით, კანდიდატის სტატუსი მისცეს", – აღნიშნა კობახიძემ.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_279:218:2122:1600_1920x0_80_0_0_cc6d11954e63923bba06ea8f46ff9928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება , საზოგადოება, ახალი ამბები
„განსაკუთრებული ინტერესი": „ქართული ოცნების“ ლიდერი საქართველოს ომში ჩათრევის საკითხზე
15:15 19.01.2023 (განახლებულია: 21:02 19.01.2023) ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს – ეს არის მეორე ფრონტის გახსნა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
„საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არის მოლდოვას, ბელარუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის სწორედ მეორე ფრონტი. ამას ჩვენ არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ინფორმაციის საფუძველზე, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გვიჭირს ბოლომდე კარტების გახსნა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, იყო მესიჯი, რომ ჩვენ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის, ამ დროს მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას არ იღებს და დსთ-ის წევრადაც რჩება.
„არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. არსად რეზოლუცია არ მიუღიათ მოლდოვასთან დაკავშირებით, არცერთ ევროპარლამენტარს ასეთი რამ არ უთქვამს და, პირიქით, კანდიდატის სტატუსი მისცეს", – აღნიშნა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.