კასიანოვი: უკრაინა უარყოფს ბრალდებას საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Stringerევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გაუგებარია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა ითხოვს „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემას, განაცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის სტატიაში, რომელიც უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა, საუბარი იყო თბილისისადმი კიევის თხოვნაზე „ბუკის“ კომპლექსების დაბრუნების თაობაზე, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. აღნიშნულ თხოვნას ქართულმა მხარემ უარით უპასუხა. ამასთან ნათქვამია, რომ უკრაინამ ასევე ითხოვა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემული Javelin-ის სისტემები. აშშ მზად იყო ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინა, მაგრამ საქართველომ კატეგორიული უარი განაცხადა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე.

„უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი, იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში... უკრაინის სურვილია, მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა", – განაცხადა კასიანოვმა.

მისი თქმით, უკრაინა ადასტურებს მზადყოფნას, საქართველოსგან იარაღი შეისყიდოს ურთიერთსასარგებლო პირობებით. უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოყენებას და ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას რუსეთის ფედერაციასთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე. ამასთან, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნისკენ ქვეყანას არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
როგორც ადრე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ე.წ. ექსპერტებისა და ცალკეული მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ საქართველოს უანგაროდ გადმოსცა საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“, სინამდვილეს არ შეესაბამება – უწყებამ „ბუკის“ სისტემა 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.
გარდა ამისა, 2017 წელს საქართველომ Javelin-ის სისტემების შესყიდვის მიზნით აშშ-ს ათობით მილიონი დოლარი გადაუხადა.
„ქართულ ოცნებაში" უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებას უტიფრობა უწოდეს>>>
მანამდე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ საქართველო, მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, განაგრძობს უკრაინისთვის ჰუმანიტარული და პოლიტიკური დახმარების გაწევას. რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, საქართველომ ეს არ გააკეთა, რადგან არ სურს ახალი კონფლიქტი თავის ტერიტორიაზე.
საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, მაგრამ საერთაშორისო შეზღუდვებს იცავს.
ყველა ახალი ამბავი
0