მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლინდერი: გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე

© Depositphotos.com / stetsko
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2023
გამოწერა
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე, განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდერმა.
მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ მოსკოვმა ევროპას „გაზის ონკანები გადაუკეტა“, რის გამოც ზამთარში ელექტროენერგიის გამორთვის საშიშროება გაჩნდა. შესაბამისად, ქვეყანამ თავისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიცირება დაიწყო და პროცესი ბოლომდე მიიყვანა.

„დიახ, გერმანია კვლავაც ენერგომატარებლების იმპორტზეა დამოკიდებული, მაგრამ უკვე არა რუსეთიდან, არამედ მსოფლიო ბაზრებიდან იმპორტზე“, — აღნიშნა ლინდერმა.

მანამდე გერმანია რუსეთიდან მთელი მოხმარებული გაზის თითქმის ნახევარსა და ნავთობის მესამედზე მეტს იღებდა. მას შემდეგ, რაც გასული წლის აგვისტოში მოსკოვმა ბერლინს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, ქვეყანა იძულებული გახდა ენერგიის ალტერნატიული წყაროები მოეძებნა.
გერმანიამ კვლავ აამუშავა ქვანახშირის ელექტროსადგურები, გადადო დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვის გეგმები და შეეცადა გაეზარდა ბუნებრივი გაზის შესანახი სიმძლავრეები, რომელსაც სხვა ქვეყნებიდან იღებდა. გარდა ამისა, გერმანიამ დაიწყო გაზის აშშ-დან იმპორტირებაც.
წყარო: BBC
ყველა ახალი ამბავი
0