https://sputnik-georgia.com/20230119/garibashvili-mnishvnelovan-diskusiashi-miigebs-monawileobas-274067535.html
დავოსი: საქართველოს და აზერბაიჯანის ლიდერები მნიშვნელოვან დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას
დავოსი: საქართველოს და აზერბაიჯანის ლიდერები მნიშვნელოვან დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას
Sputnik საქართველო
დისკუსიის მოდერატორი იქნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მიკერ დუსეკი. 19.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-19T17:22+0400
2023-01-19T17:22+0400
2023-01-23T17:15+0400
საქართველო
დავოსის ეკონომიკური ფორუმი
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266907369_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_d41b09557c7b50a4abfe40df92d98d9d.jpg
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანთან ერთად დავოსში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დასკვნით ნაწილში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ლიდერებთან და მსხვილ საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში.მინისტრის თქმით, დისკუსიის მოდერატორი იქნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მიკერ დუსეკი.როგორც მან აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა უკვე მიიღო მონაწილეობა დისკუსიებში, მათ შორის, ლიდერთა არაფორმალურ ლანჩში, სადაც განიხილეს გლობალური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.მეორე დისკუსია, რომელიც ღარიბაშვილის მონაწილეობით ჩატარდა, ეხებოდა ახალი ენერგორეალობის საკითხს და მნიშვნელობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი, დასძინა დარჩიაშვილმა.მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16–23 იანვარს ტარდება. ფორუმის თემაა „თანამშრომლობა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266907369_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_b4e0cdfcbe9822231531250d49c3e0f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
დავოსი: საქართველოს და აზერბაიჯანის ლიდერები მნიშვნელოვან დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას
17:22 19.01.2023 (განახლებულია: 17:15 23.01.2023) დისკუსიის მოდერატორი იქნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მიკერ დუსეკი.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანთან ერთად დავოსში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დასკვნით ნაწილში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ლიდერებთან და მსხვილ საერთაშორისო ინვესტორ კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობის მეთაური სხვა ლიდერებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ყველაზე მნიშვნელოვან დისკუსიაში – მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დასკვნით ნაწილში.
„დისკუსიების მთავარი მიზანია, რომ დავანახოთ მსოფლიოს ის პოტენციალი, რომელიც აქვს ჩვენს რეგიონს, და თუ რა როლის შეტანა შეუძლია ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განმტკიცდეს ევროპის ენერგოუსაფრთხოება და კიდევ უფრო მეტად მოხდეს დივერსიფიცირება იმ ენერგორესურსების, რომლებიც მიეწოდება ევროპას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან.
მინისტრის თქმით, დისკუსიის მოდერატორი იქნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მიკერ დუსეკი.
როგორც მან აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა უკვე მიიღო მონაწილეობა დისკუსიებში, მათ შორის, ლიდერთა არაფორმალურ ლანჩში, სადაც განიხილეს გლობალური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.
მეორე დისკუსია, რომელიც ღარიბაშვილის მონაწილეობით ჩატარდა, ეხებოდა ახალი ენერგორეალობის საკითხს და მნიშვნელობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი, დასძინა დარჩიაშვილმა.
„ამ მიმართულებით ლიდერები საუბრობდნენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნების მაქსიმალურად მჭიდრო კომუნიკაცია, რათა ახალ გარემოში ძალიან აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებმა ენერგორესურსების ეფექტურად დივერსიფიკაციისა და მაქსიმალური გადანაწილებისთვის ქვეყნებს შორის“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16–23 იანვარს ტარდება. ფორუმის თემაა „თანამშრომლობა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში“.