https://sputnik-georgia.com/20230118/wisqvilebi-sesazloa-isev-gacerdes-levan-silagava-274051488.html
წისქვილები შესაძლოა ისევ გაჩერდეს - ლევან სილაგავა
წისქვილები შესაძლოა ისევ გაჩერდეს - ლევან სილაგავა
Sputnik საქართველო
ქართველი მეწისქვილეებისთვის ისევ რთული პერიოდი დადგა – რუსეთმა მარცვლეულის საექსპორტო კვოტა დააწესა. 18.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-18T20:00+0400
2023-01-18T20:00+0400
2023-01-18T22:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/16/250679785_142:0:1779:921_1920x0_80_0_0_46e797671b43c9855eaee727500a5b64.jpg
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის ფონზე საქართველომ შესაძლოა კვლავ ფქვილის ექსპორტი გაზარდოს, რაც წისქვილკომბინატების მორიგი გაჩერების ტოლფასია, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.რუსეთმა 2023 წლის 11-დან 17 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე 14,5%-ით გაზარდა. რუსეთი მრავალი წელია საქართველოში ხორბლის მთავარი შემომტანია, ამიტომ რუსეთში საექსპორტო ბეგარის ზრდა ყოველ ჯერზე ქვეყნისთვის შეშფოთების მიზეზი ხდება.როგორ შეიცვლება პურის ფასი რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის გაზრდის გამო >>რუსეთის მთავრობამ მარცვლეულზე დაადგინა საექსპორტო კვოტა – 25,5 მლნ ტონა, ის 2023 წლის 15 თებერვლიდან 20 ივნისამდე იმოქმედებს.ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა.2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ შარშან ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.სილაგავას თქმით, საექსპორტო ხორბლის მცურავი ბაჟი გასული წლის ბოლოს შემცირდა, შედეგად წისქვილკომბინატებმა ხორბლის იმპორტირება და წარმოების ზრდა მოახერხეს.საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/16/250679785_346:0:1574:921_1920x0_80_0_0_e2c73acece442e8967b7a4a86c36487e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
წისქვილები შესაძლოა ისევ გაჩერდეს - ლევან სილაგავა
20:00 18.01.2023 (განახლებულია: 22:51 18.01.2023) ქართველი მეწისქვილეებისთვის ისევ რთული პერიოდი დადგა – რუსეთმა მარცვლეულის საექსპორტო კვოტა დააწესა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის ფონზე საქართველომ შესაძლოა კვლავ ფქვილის ექსპორტი გაზარდოს, რაც წისქვილკომბინატების მორიგი გაჩერების ტოლფასია, განაცხადა „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ.
რუსეთმა 2023 წლის 11-დან 17 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე 14,5%-ით გაზარდა. რუსეთი მრავალი წელია საქართველოში ხორბლის მთავარი შემომტანია, ამიტომ რუსეთში საექსპორტო ბეგარის ზრდა ყოველ ჯერზე ქვეყნისთვის შეშფოთების მიზეზი ხდება.
„ჩვენ მეორედ შევდივართ იმ ფაზაში, რაც შარშან იყო, როდესაც მცურავი ბაჟი გაიზარდა და, შესაბამისად, წისქვილები გაჩერდა. ჩვენ ახლა ისევ ამ რისკის წინაშე ვდგავართ, უბრალოდ ველოდებით ტრენდი როგორი იქნება და ველოდებით, რა რაოდენობის კვოტას მისცემენ იმ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთიდან ხორბალი შემოაქვთ. ამაზე ვართ ორიენტირებული“, – განაცხადა სილაგავამ მედიაცენტრ „მთავარში“.
რუსეთის მთავრობამ მარცვლეულზე დაადგინა საექსპორტო კვოტა – 25,5 მლნ ტონა, ის 2023 წლის 15 თებერვლიდან 20 ივნისამდე იმოქმედებს.
„კვოტა ნიშნავს ხორბლის მხოლოდ გარკვეული რაოდენობის გამოტანას რუსეთიდან მსოფლიო ბაზარზე. ჩვენმა პარტნიორებმა, რომლებიც ხორბალს გვაწვდიან, უნდა აიღონ კვოტის ეს რაოდენობა. წარდგენის ვადა 31 იანვრამდეა. კომპანიებს რუსეთში რა რაოდენობას მისცემენ, ცნობილი არ არის“, – განმარტა სილაგავამ.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა.
2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.
შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ შარშან ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა.
სილაგავას თქმით, საექსპორტო ხორბლის მცურავი ბაჟი გასული წლის ბოლოს შემცირდა, შედეგად წისქვილკომბინატებმა ხორბლის იმპორტირება და წარმოების ზრდა მოახერხეს.
„რუსეთი ისევ რჩება ჩვენთვის ძირითად მომწოდებლად, იმიტომ რომ მაინც ყველაზე უფრო იაფი ხორბალი რუსეთიდან მოდის. ასევე მოხერხებულია ლოგისტიკა – გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. ანუ მეზობელი ქვეყნიდან ტრანსპორტირების ღირებულება უფრო მისაღებია, ვიდრე სხვა ბაზრებიდან“, – განაცხადა სილაგავამ.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.