https://sputnik-georgia.com/20230110/rogor-seicvleba-puris-fasi-rusul-xorbalze-saeqsporto-gadasaxadis-zrdis-gamo-273817655.html
როგორ შეიცვლება პურის ფასი რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის გაზრდის გამო
როგორ შეიცვლება პურის ფასი რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის გაზრდის გამო
Sputnik საქართველო
რუსეთი მრავალი წელია საქართველოში ხორბლის მთავარი შემომტანია. 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T22:13+0400
2023-01-10T22:13+0400
2023-01-10T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250617263_0:0:3121:1756_1920x0_80_0_0_49992351116262b020507290df6391b6.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოში პურის ფასი არ შეიცვლება მარტამდე, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მარცვლეულზე საექსპორტო ბეგარა გაიზარდა, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაპლატფორმა BMG-ზე „საქმიანი დილის“ ეთერში.2023 წლის 11-დან 17 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.766,3 რუბლს შეადგენს, რაც 14,5%-იანი ზრდაა. რუსეთი მრავალი წელია საქართველოში ხორბლის მთავარი შემომტანია, ამიტომ რუსეთში საექსპორტო ბეგარის ზრდა ყოველ ჯერზე ქვეყნისთვის შეშფოთების მიზეზი ხდება.სილაგავას თქმით, ხორბალზე მცურავი ბაჟი შარშან წლის ბოლოსკენ შემცირდა და ამან მისცა საშუალება წისქვილკომბინატებს, რომ ხორბალი შემოეტანათ და აემუშავებინათ წარმოება.„თუ გარკვეულ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, ვიქნებით დამოკიდებული მცურავ ბაჟზე. ეს არის მექანიზმი, რომელიც ბლოკავს ხორბალს, რაც უფრო იზრდება ბაჟი, მით უფრო აგრესიულად შემოდის ფქვილი, შესაბამისად, ეს პრობლემებს უქმნის წისქვილკომბინატებს“, – განმარტა მან.რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადს ზრდის >>სილაგავამ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო წისქვილკომბინატები ბოლო წლებში ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობენ, ეს კი გავლენას ახდენს კადრების დენადობაზე.ქართველი მეწისქვილეებისთვის რთული პერიოდი დადგა გასულ ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა.2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ შარშან ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა. და მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყეს ქარხნებმა წარმოების ეტაპობრივი აღდგენა.საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250617263_11:0:2740:2047_1920x0_80_0_0_afe6b0361598a75f11b4590b383c3816.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
როგორ შეიცვლება პურის ფასი რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის გაზრდის გამო
22:13 10.01.2023 (განახლებულია: 22:54 10.01.2023) რუსეთი მრავალი წელია საქართველოში ხორბლის მთავარი შემომტანია.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოში პურის ფასი არ შეიცვლება მარტამდე, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მარცვლეულზე საექსპორტო ბეგარა გაიზარდა, განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაპლატფორმა BMG-ზე „საქმიანი დილის“ ეთერში.
2023 წლის 11-დან 17 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.766,3 რუბლს შეადგენს, რაც 14,5%-იანი ზრდაა. რუსეთი მრავალი წელია საქართველოში ხორბლის მთავარი შემომტანია, ამიტომ რუსეთში საექსპორტო ბეგარის ზრდა ყოველ ჯერზე ქვეყნისთვის შეშფოთების მიზეზი ხდება.
„მარტამდე ფასების მკვეთრი ცვლილება არ იქნება, რადგან ჩვენ შემოვიტანეთ ხორბლის და ფქვილის გარკვეული რაოდენობა, მარაგები არის და ფასებთან მიმართებით პურის მწარმოებელთა ასოციაციამ დაგვიდასტურა, რომ ფასების ცვლილებას არ ველოდებით“, – განაცხადა სილაგავამ.
სილაგავას თქმით, ხორბალზე მცურავი ბაჟი შარშან წლის ბოლოსკენ შემცირდა და ამან მისცა საშუალება წისქვილკომბინატებს, რომ ხორბალი შემოეტანათ და აემუშავებინათ წარმოება.
„თუ გარკვეულ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ, ვიქნებით დამოკიდებული მცურავ ბაჟზე. ეს არის მექანიზმი, რომელიც ბლოკავს ხორბალს, რაც უფრო იზრდება ბაჟი, მით უფრო აგრესიულად შემოდის ფქვილი, შესაბამისად, ეს პრობლემებს უქმნის წისქვილკომბინატებს“, – განმარტა მან.
სილაგავამ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო წისქვილკომბინატები ბოლო წლებში ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობენ, ეს კი გავლენას ახდენს კადრების დენადობაზე.
„ჩვენთან ეს უფრო მწვავე საკითხია, რადგან არასტაბილურობის გამო კვალიფიციური კადრების გადინება უფრო ხდება“, – განაცხადა სილაგავამ.
ქართველი მეწისქვილეებისთვის რთული პერიოდი დადგა გასულ ზაფხულს, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა.
2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.
შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ შარშან ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეწყვიტა. და მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყეს ქარხნებმა წარმოების ეტაპობრივი აღდგენა.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.