https://sputnik-georgia.com/20230108/rusetma-xorblis-eqsportze-sabajo-gadasaxadi-gazarda-273741728.html
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადს ზრდის
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადს ზრდის
Sputnik საქართველო
საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება. 08.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-08T13:30+0400
2023-01-08T13:30+0400
2023-01-08T13:30+0400
ეკონომიკა
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271871989_0:127:3187:1920_1920x0_80_0_0_baf9a697249ac0abbadb081fc3ba2d20.jpg
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. რუსეთი 11 იანვრიდან მარცვლეულზე საექსპორტო ბეგარას ზრდის.2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.2023 წლის 11-დან 17 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.766,3 რუბლს შეადგენს, ქერზე - 3.870,6 რუბლს, სიმინდზე - 1.289,4 რუბლს.2022 წლის 22 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.160,9 რუბლს შეადგენს, ქერზე - 3.420,4 რუბლს, სიმინდზე - 692,6 რუბლს, იუწყება „რია ნოვოსტი“.საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი უბრუნდება სუბსიდიის სახით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/02/271871989_229:0:2958:2047_1920x0_80_0_0_738403b3179aed1f800961bb8840228f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, რუსეთი
რუსეთი ხორბლის ექსპორტზე საბაჟო გადასახადს ზრდის
საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება.
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. რუსეთი 11 იანვრიდან მარცვლეულზე საექსპორტო ბეგარას ზრდის.
2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.
2023 წლის 11-დან 17 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.766,3 რუბლს შეადგენს, ქერზე - 3.870,6 რუბლს, სიმინდზე - 1.289,4 რუბლს.
2022 წლის 22 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით საექსპორტო გადასახადი ხორბალზე ტონაზე 4.160,9 რუბლს შეადგენს, ქერზე - 3.420,4 რუბლს, სიმინდზე - 692,6 რუბლს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი უბრუნდება სუბსიდიის სახით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლებს წარმოებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალსა და ფქვილზე კვლავ მაღალია. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსული ხორბლისა და ხორბლის ფქვილის წილმა ამ პროდუქტების მთლიან იმპორტში 96% შეადგინა. საქართველოში მოხმარებული ხორბლის ფქვილის უმეტესი ნაწილი (78%-მდე) რუსეთიდან შემოდის.