https://sputnik-georgia.com/20230118/ratom-aris-xabeisvili-idealuri-kandidati-enm-is-tavmjdomaris-postze-givi-miqanaze-274052581.html
რატომ არის ხაბეიშვილი იდეალური კანდიდატი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე - მიქანაძე
რატომ არის ხაბეიშვილი იდეალური კანდიდატი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე - მიქანაძე
Sputnik საქართველო
ხაბეიშვილი შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას, აღნიშნა „ოცნების“ დეპუტატმა. 18.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-18T20:47+0400
2023-01-18T20:47+0400
2023-01-18T22:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501727_0:193:2795:1765_1920x0_80_0_0_1f4c4c6887285395f5359abe5642a4c0.jpg
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ფსონი დადეს ლევან ხაბეიშვილზე მისი მორჩილების გამო – ის მზადაა შეასრულოს მათი ნებისმიერი დავალება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.ორიოდ კვირაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ამ პოსტისთვის გამძაფრებული ბრძოლა მიმდინარეობს ზომიერი პოლიტიკის მომხრე მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და რადიკალიზმის მომხრე ლევან ხაბეიშვილს შორის, რომელსაც მხარს უჭერენ პარტიის საწყისებთან მყოფი ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვები.მისი თქმით, ამ ადამიანებს სჭირდებოდათ ისეთი კანდიდატი, რომელიც უპირობოდ დაემორჩილებოდა მათ, ამიტომაც არჩევანი ხაბეიშვილზე შეაჩერეს.ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. ხაბეიშვილის მხარდამჭერებად მოიაზრებიან „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.გუშინ მელიამ განაცხადა, რომ გაწყვიტა ურთიერთობები კეზერაშვილთან მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ მას პარტიის არაფორმალურად მართვა უნდა.მელიამ ასევე ღიად დაადანაშაულა მერაბიშვილი მისი საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელებაში და ამით, ფაქტობრივად, დაადასტურა იმ აუდიოჩანაწერის სინამდვილე, სადაც ის უდიერად მოიხსენებდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.გარდა ამისა, მელიამ ის ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ჩააფლავა“ მისი წინასაარჩევნო შტაბი. მაშინ მელია გლდანში იყრიდა კენჭს და მეორე ტურში გავიდა.მანამდე კი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა და ნიკა მელიას მხარდამჭერმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ არსებობს ეჭვები ვანო მერაბიშვილის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან.კონფლიქტიმთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.ხაბეიშვილი: „საქართველოს რევოლუცია სჭირდება...“ >>ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/14/249501727_91:0:2702:1958_1920x0_80_0_0_aca6a947cebc174c134cc12b76027792.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
რატომ არის ხაბეიშვილი იდეალური კანდიდატი „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე - მიქანაძე
20:47 18.01.2023 (განახლებულია: 22:58 18.01.2023) ხაბეიშვილი შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას, აღნიშნა „ოცნების“ დეპუტატმა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ფსონი დადეს ლევან ხაბეიშვილზე მისი მორჩილების გამო – ის მზადაა შეასრულოს მათი ნებისმიერი დავალება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
ორიოდ კვირაში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ამ პოსტისთვის გამძაფრებული ბრძოლა მიმდინარეობს ზომიერი პოლიტიკის მომხრე მოქმედ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და რადიკალიზმის მომხრე ლევან ხაბეიშვილს შორის, რომელსაც მხარს უჭერენ პარტიის საწყისებთან მყოფი ვანო მერაბიშვილი, დავით კეზერაშვილი და სხვები.
„ხაბეიშვილი ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი, პირადი ინტერესებით, რეალურად ის არის კეზერაშვილი-მერაბიშვილის ფრთის კანდიდატი, რომელიც უპირობოდ შეასრულებს ნებისმიერ მათ ახირებას, ბრძანებას თუ მითითებას“, – განუცხადა ჟურნალისტებს მიქანაძემ.
მისი თქმით, ამ ადამიანებს სჭირდებოდათ ისეთი კანდიდატი, რომელიც უპირობოდ დაემორჩილებოდა მათ, ამიტომაც არჩევანი ხაბეიშვილზე შეაჩერეს.
„კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ადამიანი გამოარჩიეს იმით, რომ მატერიალური ინტერესებისადმი დიდი ცდუნება და მისწრაფებები აქვს და მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას, ამიტომ გაკეთდა არჩევანი მასზე, თორემ მის კანდიდატურას პარტიაშიც კი არასერიოზულად აღიქვამდნენ“, – განაცხადა მიქანაძემ.
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა პარტიაში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის გაიმართება. ხაბეიშვილის მხარდამჭერებად მოიაზრებიან „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები - ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.
გუშინ მელიამ განაცხადა, რომ გაწყვიტა ურთიერთობები კეზერაშვილთან მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ მას პარტიის არაფორმალურად მართვა უნდა.
მელიამ ასევე ღიად დაადანაშაულა მერაბიშვილი მისი საუბრის ფარული ჩანაწერის გავრცელებაში და ამით, ფაქტობრივად, დაადასტურა იმ აუდიოჩანაწერის სინამდვილე, სადაც ის უდიერად მოიხსენებდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
გარდა ამისა, მელიამ ის ღიად დაადანაშაულა იმაში, რომ მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ჩააფლავა“ მისი წინასაარჩევნო შტაბი. მაშინ მელია გლდანში იყრიდა კენჭს და მეორე ტურში გავიდა.
მანამდე კი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელმა და ნიკა მელიას მხარდამჭერმა გიორგი რურუამ განაცხადა, რომ არსებობს ეჭვები ვანო მერაბიშვილის კავშირებზე რუსულ სპეცსამსახურებთან.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.