18 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
გამოწერა
გაეცანით 18 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
11-20 იანვარი
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
11-20 იანვრის პერიოდი თხის რქის ნიშნის მესამე დეკადას მიეკუთვნება. ამ დეკადას მზე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სასიცოცხლო ენერგიითა და ძალებით კვებავს, აჯილდოებს ძლიერი ენერგეტიკით. ხშირად აქვთ არამდგრადი ფსიქიკა და მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი.
მნიშვნელოვანი ასაკია: 21, 30, 31, 41, 50, 57.
ამ ადამიანების ყვავილი-სიმბოლოა ნარშავი.
ისინი მოუსვენარი ადამიანები არიან, ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ. მშვიდად შეუძლიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, ამიტომ მათთვის მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათით და მათი შრომის შედეგებით ვინმეა დაინტერესებული, მოისმინონ დადებითი შეფასება. ქებას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
უყვართ მეგობრებთან და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა. არიან კეთილი, საიმედო და პატიოსანი ადამიანები. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ უნდა გადატვირთონ.
18 იანვარს დაბადებულები
18 იანვარს ძლიერი პიროვნებები იბადებიან. ისინი მამაცი, თავდაჯერებული, მიზანმიმართული ადამიანები არიან. მათ ცხოვრებაში მოვლენები - როგორც სასიხარულო, ისე უსიამოვნო - ამოუწურავია. თუმცა, გადალახავენ რა სირთულეებს, სტაბილურობის პერიოდი უდგებათ.
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები>>
ჩვეულებრივ, ამ დღეს დაბადებულებს ბევრი მეგობარი ჰყავთ და ისინი მზად არიან, მათთან ერთად გაიზიარონ ამ დღეს დაბადებულთა ცხოვრების სიმძიმეები. ასევე ცოტა არ ჰყავთ მოშურნეებიც, ისინი ყოველ წუთს მზად არიან ზურგში ლახვრის ჩასაცემად, საჭორაოდ, ინტრიგების ჩასახლართავად. მათი მატერიალური სფერო ნელა, მაგრამ უკეთესობისკენ განვითარდება. ოჯახური ცხოვრება, როგორც წესი, წარმატებული აქვთ.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
18 იანვარს დაბადებულებში ბავშვური სული სიბერემდე არ ქრება. ისინი არიან გულუბრყვილონი და არასდროს - ანგარიშიანი, ძუნწი და ხარბი. გამოიყურებიან ბუნებრივად და ჰარმონიულად; სწყურიათ მხიარულება და არ სურთ თავის სერიოზული პრობლემებით დამძიმება. მაგრამ ადრე თუ გვიან ეჯახებიან ცხოვრებისა თუ საზოგადოების მხრიდან წამოყენებულ მაღალ მოთხოვნებს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულებისთვის მთავარი მიზანი უნდა გახდეს სურვილი, რომ გაიზარდონ და ამავე დროს, შეინარჩუნონ ბუნებრიობა და ბავშვური სილაღე.
ამ დღეს დაბადებულები არაჩვეულებრივი მშობლები არიან; ცხოვრობენ ბავშვების მოთხოვნების ტალღაზე; თუმცა, საკუთარ მშობლებთან ხშირად აქვთ კონფლიქტები ყმაწვილობისას.
ვის როგორ უმართლებს სიყვარულში>>
18 იანვარს დაბადებულებს უჭირთ ბავშვობასთან განშორება, ამიტომ მათ მშობლებს მოუწევთ, ყურადღებით იყვნენ და ბავშვური ჩვევებისადმი დამოკიდებულებას მკაცრად და უკომპრომისოდ არ ებრძოლონ, ეს პროტესტს გამოიწვევს.
ამ დღეს დაბადებულები იოლი და უზრუნველი ცხოვრებისკენ ისწრაფვიან, თუმცა საკუთარი აზარტის წაქეზებასა და სტიმულაციას საჭიროებენ. თუ რეალურ ცხოვრებაში წამქეზებელ ადამიანებს არ ხვდებიან ან მღელვარე მოვლენებს არ აწყდებიან, ფანტაზიების სამყაროში იძირებიან, სადაც ყველაფერი მარტივად არის და ნებადართულია. ამაში იმალება სამყაროსგან იზოლირების საშიშროება. განათლებული და ინტელექტუალები ახერხებენ ფანტაზიებიდან საუკეთესოს გადმოტანას რეალობაში, საქმეებში, პროექტებში და პოულობენ ძველი პრობლემების გადაჭრის ახალ ხერხებს.
სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2019
ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი
18 იანვარს დაბადებულებს სასიყვარულო ურთიერთობები, როგორც წესი, მიწაზე მყარად მდგომ ადამიანებთან აქვთ, რომლებიც მოხიბლული არიან მათი ბავშვურობითა და მიამიტობით. მათთან ამ დღეს დაბადებულები გარკვეულ დაცულობასა და სიმშვიდეს გრძნობენ. ისინი ყველაზე მძიმე სამუშაოსაც შეეჭიდებიან, თუ ექნებათ თავისუფალი დრო, რომელსაც სიამოვნების მიღებისთვის დახარჯავენ. მათთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება თავიანთი ფანტაზიური იდეების შემოქმედებით კალაპოტში გადატანა და სხვადასხვა პროექტში რეალიზება. თუ ასეთი შესაძლებლობა არ ექნებათ, მოსაწყენი სამუშაო მობეზრდებათ და მის შესრულებაზე კონცენტრირებას ვერ მოახერხებენ.
ჯანმრთელობა
18 იანვარს დაბადებულებს შეიძლება ფუჭმა ფანტაზიებმა ავნოს. ეს რომ არ მოხდეს, უნდა შეადგინონ დღის წესრიგი, გამოიჩინონ აქტიურობა საოჯახო საქმეებში, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ასე ყოფის მიწიერ საფუძველს მოიპოვებენ. ჰალუცინოგენებისა და ანტიდეპრესანტების მოხმარებას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს, ამიტომ მათი მიღებისგან თავი უნდა შეიკავონ. სამაგიეროდ, ამ დღეს დაბადებულებისთვის საკვების საკითხი შეზღუდული არ არის - მათ სუფრაზე უნდა იყოს მრავალფეროვანი საკვები, მათ შორის ეგზოტიკური.
ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე შეშლილი ყოფილები და მათი ვნებანი - სიგიჟიდან გულგრილობამდე>>
ფიზიკურად ზომიერი დატვირთვა წაადგებათ, ხოლო აგრესიულ სახეობებზე, როგორიცაა კრივი, ჭიდაობის სახეობები, გუნდური შეჯიბრებები, უარი უნდა თქვან. დღის წესრიგში სავალდებულო პუნქტი უნდა გახდეს სრულფასოვანი ძილი; ეს მათ შესანიშნავს განწყობას უზრუნველყოფს.
რჩევა:
სიმშვიდე თქვენი ზემიზანი არ უნდა გახდეს. მიჰყევით რეალობას და ყოველთვის დააბრუნეთ ვალები. ნუ ჩაიკეტებით და ჩამოშორდებით სამყაროს, თვითიზოლაცია დამღუპველია თქვენთვის. ადამიანებთან ურთიერთობებში იყავით ბოლომდე გახსნილი და ბოლომდე დაიხარჯეთ.
ყველა ახალი ამბავი
0