https://sputnik-georgia.com/20230117/saxelmwifos-davaviwydit-saswrafo-daxmarebis-eqimebis-morigi-saprotesto-aqcia-274012305.html
„სახელმწიფოს დავავიწყდით“ - სასწრაფო დახმარების ექიმების მორიგი საპროტესტო აქცია
„სახელმწიფოს დავავიწყდით“ - სასწრაფო დახმარების ექიმების მორიგი საპროტესტო აქცია
Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმების პირობების... 17.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-17T20:10+0400
2023-01-17T20:10+0400
2023-01-17T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/273995517_0:114:1200:789_1920x0_80_0_0_a44840001b0e13f00dee56d2613df0cc.jpg
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა და მძღოლებმა თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „TV პირველი“.მედიკოსები ხელფასების გაზრდას, შრომის ნორმალური პირობების შექმნას და ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, მათ კურიერად მუშაობა უწევთ, რომ თავი და ოჯახი გამოკვებონ.აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ უწყებაში სასწრაფო დახმარების სამსახურის გარდა კიდევ ცხრა სსიპ შედის და ისინიც მოითხოვენ ხელფასების მომატებას. მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს მიდგომა მათთვის მიუღებელია. „ჩვენ დავავიწყდით სახელმწიფოს, ჩვენი როლი დაავიწყდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა მედიკოსმა.მომიტინგეების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს მოახდინოს ზეწოლა, მათ შორის ფინანსურიც იმ მედიკოსებზე, რომლებმაც აქციებში მონაწილეობა მიიღეს.„მაქსიმუმს ვაკეთებთ“ - აზარაშვილმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პროტესტზე ისაუბრა >>მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმების პირობების გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, უწყებაში შემავალ არცერთ სხვა სამსახურს არ მიუღია სამჯერ ისეთი პრემია, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურს.მანამდე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უარყო ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების სამუშაო პირობების გაუარესების შესახებ.სასწრაფო დახმარების მედიკოსთა განცხადებით, იანვრიდან მათ დამატებითი მორიგეობების აღებაც აუკრძალეს, რითაც მათ მეტი ხელფასის აღების შესაძლებლობა ჩამოართვეს. აგრეთვე მათ აღარ აქვთ კერძო სამედიცინო დაზღვევა, აღარ ტარდება მანქანების დეზინფექცია.„112“-ის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაციაც უარყო და განაცხადა, რომ მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები უკმაყოფილო თანამშრომლებთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/11/273995517_0:0:1200:900_1920x0_80_0_0_2ad888055cd44b36ca62b7507e0b41c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
„სახელმწიფოს დავავიწყდით“ - სასწრაფო დახმარების ექიმების მორიგი საპროტესტო აქცია
20:10 17.01.2023 (განახლებულია: 22:40 17.01.2023) ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმების პირობების გასაუმჯობესებლად.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. სასწრაფო დახმარების სამსახურის ექიმებმა და მძღოლებმა თბილისში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს, იუწყება „TV პირველი“.
მედიკოსები ხელფასების გაზრდას, შრომის ნორმალური პირობების შექმნას და ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვენ. მათი თქმით, მათ კურიერად მუშაობა უწევთ, რომ თავი და ოჯახი გამოკვებონ.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ უწყებაში სასწრაფო დახმარების სამსახურის გარდა კიდევ ცხრა სსიპ შედის და ისინიც მოითხოვენ ხელფასების მომატებას. მედიკოსებმა აღნიშნეს, რომ ეს მიდგომა მათთვის მიუღებელია. „ჩვენ დავავიწყდით სახელმწიფოს, ჩვენი როლი დაავიწყდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა მედიკოსმა.
მომიტინგეების თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ცდილობს მოახდინოს ზეწოლა, მათ შორის ფინანსურიც იმ მედიკოსებზე, რომლებმაც აქციებში მონაწილეობა მიიღეს.
მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებს სასწრაფო დახმარების სამსახურში მომუშავე ექიმების პირობების გასაუმჯობესებლად. მისი თქმით, უწყებაში შემავალ არცერთ სხვა სამსახურს არ მიუღია სამჯერ ისეთი პრემია, როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურს.
მანამდე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა უარყო ინფორმაცია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების სამუშაო პირობების გაუარესების შესახებ.
სასწრაფო დახმარების მედიკოსთა განცხადებით, იანვრიდან მათ დამატებითი მორიგეობების აღებაც აუკრძალეს, რითაც მათ მეტი ხელფასის აღების შესაძლებლობა ჩამოართვეს. აგრეთვე მათ აღარ აქვთ კერძო სამედიცინო დაზღვევა, აღარ ტარდება მანქანების დეზინფექცია.
„112“-ის ადმინისტრაციამ ეს ინფორმაციაც უარყო და განაცხადა, რომ მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები უკმაყოფილო თანამშრომლებთან.