ხელისუფლების წარმომადგენლები გურიასა და სამეგრელოში სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობიან

© photo: Sputnik / Stringerქარმა სახლს სახურავი გადახადა
ქარმა სახლს სახურავი გადახადა - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
გასულ კვირაში ძლიერმა ქარმა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები გურიასა და სამეგრელოს ეწვევიან და სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნობიან.
გასულ კვირაში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ოთხი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი ქროდა. ცალკეულ რაიონებში ქარმა და თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, დაზიანებული სახლის სახურავები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა. დასავლეთ საქართველოში სტიქიამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.
სამეგრელოში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ>>>
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ იმერეთის რეგიონში, სადაც ძლიერმა ქარმა 1.145 შენობის სახურავი დააზიანა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას მათ უამინდობისგან გამოწვეული პრობლემების მოგვარების გზები დასახეს და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო თანხების შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა ასევე გაიმართა რეგიონის ქალაქების მერებთან.
უამინდობის დროს დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონში მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის დახმარება გაეწიათ.
ყველა ახალი ამბავი
0