სამეგრელოში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ

© Poti City Hall

  - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული სოფლების უმეტესობაში ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების აღდგენა ხდება
თბილისი, 14 ანვარი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყეს, განუცხადა რეგიონის გუბერნატორმა გიორგი გუგუჩიამ ჟურნალისტებს.
სამი დღის განმავლობაში რეგიონში ქარიშხალი მძვინვარებდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის თითოეულ რაიონში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რომელთა დახმარებითაც ხელისუფლებას შექმნილ პრობლემებზე ოპერატიულად რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, ძლიერი ქარის გამო რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
გუგუჩიას თქმით, დაზიანებების ნაწილი უკვე აღდგენილია, კერძოდ, 110 სოფლიდან და ქალაქიდან 60-ს ელექტროენერგია და წყალი უკვე მიეწოდება, დარჩენილ 50 დასახლებულ პუნქტს კი დღის ბოლომდე აღუდგება.
რაც შეეხება სხვა ზარალს, გუბერნატორის ინფორმაციით, დაზიანებულია 1100 კერძო სახლი, 37 სკოლა, 38 საცხოვრებელი კორპუსი და ექვსი საბავშვო ბაღი.
როგორ გეგმავს ხელისუფლება ზარალის ანაზღაურებას, ამ დროისთვის უცნობია.
სინოპტიკოსები 15 იანვრიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მანამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
ყველა ახალი ამბავი
0