მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდა: ახალი სტატისტიკა

© AP Photo / Mark Schiefelbein
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2023
გამოწერა
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ჩინეთის მოსახლეობა 2022 წელს 1,411 მილიარდ ადამიანამდე შემცირდა, რაც 850 ათასი ადამიანით ნაკლებია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის სახელმწიფო ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
როგორც ადგილობრივი მასმედია აღნიშნავს, მოსახლეობის ამგვარი კლება ქვეყანაში პირველად მოხდა ბოლო 60 წლის განმავლობაში.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ჩინეთში:
დაიბადა 9,56 მილიონი ადამიანი და შობადობის კოეფიციენტმა 1000 ადამიანზე 6,77 კაცი შეადგინა;
გარდაიცვალა 10,41 მილიონი მოქალაქე და სიკვდილიანობის კოეფიციენტმა 1000 ადამიანზე 7,37 კაცი შეადგინა.
ამასთან, ახალი მონაცემებით, ჩინეთში სქესთა თანაფარდობის კოეფიციენტმა 104,69-ს მიაღწია, რაც იმას ნიშნავს, რომ 100 ქალზე დაახლოებით 105 მამაკაცი მოდის. ამ დროისათვის ქვეყანაში 722,06 მლნ მამაკაცი და 689,69 მლნ ქალი ცხოვრობს.
თანამედროვე ჩინეთი სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევების წინაშე დგას — გენდერული დისბალანსისა და მოსახლეობის დაბერების ჩათვლით. ამ შედეგებამდე ქვეყანა 1970-იანი წლების ბოლოს დანერგილმა „ერთი ოჯახი — ერთი შვილის“ პოლიტიკამ მიიყვანა, რომლის თანახმად, ქალაქებში მცხოვრებ ოჯახებს მხოლოდ ერთი შვილის ყოლის უფლება ჰქონდათ, ხოლო სოფლებში — ორისა, თუ პირველი შვილი გოგონა იქნებოდა.
2016 წელს ხელისუფლებამ შეზღუდვები შეარბილა და წყვილებს ორ-ორი შვილის ყოლის ნება დართეს. თუმცა ამ ზომებს შობადობის ბუმი არ გამოუწვევია. პირიქით, წლიდან წლამდე სულ უფრო ნაკლები ბავშვი იბადებოდა. 2021 წლის ზაფხულში დამტკიცდა ცვლილებები, რამაც ოჯახებს მესამე შვილის ყოლის უფლებაც მისცა.
ყველა ახალი ამბავი
0