https://sputnik-georgia.com/20230116/vaxtang-kikabizes-19-ianvars-dakrzalaven-273953914.html
ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ
ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. დიდ ქართველ ხელოვანს ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ. 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T11:00+0400
2023-01-16T11:00+0400
2023-01-16T15:50+0400
საქართველო
საქართველოს სიამაყე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23439/50/234395098_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_065b53580132a0018c095d0965855988.jpg
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. დიდ ქართველ ხელოვანს ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.ცნობილი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, 84 წლის ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა.ქართველი ხელოვანის სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება. ცხედარს დაკრძალვის დღეს 14:00 საათზე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.ვარსკვლავის გზაბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.ქვეყნის პირველი პირები ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ>>>მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.ვახტან კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23439/50/234395098_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_2ac2050f0b1d2b2fb19c0cfe0e99ecfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სიამაყე, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სიამაყე, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. დიდ ქართველ ხელოვანს ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ცნობილი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, 84 წლის ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა.
ქართველი ხელოვანის სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართება. ცხედარს დაკრძალვის დღეს 14:00 საათზე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.
ახლობლების ინფორმაციით, ვახტანგ კიკაბიძეს, საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.
ბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.
მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".
კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.
ვახტან კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.