სოფელში ყოფნის დროს გაჩენილი იდეა, რომელიც საინტერესო საქმიანობად იქცა

© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძე
ვახტანგ ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
სკოლაში სწავლის დროს საგნებიდან ყველაზე მეტად ფიზიკა იზიდავდა. შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა და 2007 წლიდან ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობს.
პროფესიით ენერგეტიკოსი, ძირითადი სამსახურის გარდა, ორიგინალური ფორმის თემატური სანათების დამზადებითაა დაკავებული. საუბარია ვახტანგ ძაგნიძეზე. მსგავსი გატაცება მის ცხოვრებაში ბოლო დროს გაჩნდა. გარდა იმისა, რომ ეს საქმე სიამოვნებას ანიჭებს, მისი ნახელავი ბევრ ადამიანს მოსწონს.
- ბატონო ვახტანგ, საიდან გაგიჩნდათ ასეთი ინტერესი, ენერგეტიკოსები თუ გყავდათ ოჯახში?
- ჩემს ოჯახში და გარემოცვაში არავინ ყოფილა ენერგეტიკის სფეროში, თუმცა მე მის მიმართ ინტერესი სულ მქონდა. ამიტომ სკოლის დამთავრების მერე შესაბამის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. დღეს კოლეგებთან ერთად ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ელექტროგადამცემი ხაზების მუშაობას ვადევნებ თვალყურს. საერთოდ, ბავშვობიდან ვხატავ და ვხაზავ. ხაზვა მამაჩემისგან ვისწავლე. ჩემი უფროსი ძმა დღეს საკმაოდ წარმატებული მხატვარი და არქიტექტორია. მოკლედ, ჩვენი ოჯახი ძალიან ახლოსაა ხელოვნებასთან.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- მაშინ გასაგებია რატომ გაგიჩნდათ ასეთი გატაცება...
- ინსპირაცია გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენთან, ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში მრავლადაა ეკლის, აკაციის ხეები და მათ ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი. დავფიქრდი, რაში შეიძლებოდა ის გამომეყენებინა და სანათის გაკეთების იდეაც მაშინ დაიბადა. ყველა ჩემი სანათისთვის, რომელიც ხისგანაა შექმნილი, ჩემი საკუთარი ეზოს ეკლის ხეებია გამოყენებული. მას ულამაზესი ფაქტურა და მერქანი აქვს.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- პირველი ნამუშევარიც სოფელში ხომ არ გააკეთეთ?
- ასე იყო. ჩემი პირველი სანათი ერთი წლის წინ, სოფელში ყოფნის დროს შევქმენი სწორედ ეკლის (აკაციის) ხისგან. ის იმდენად მოეწონა ყველას, რომ გადავწყვიტე მომავალშიც მეცადა ბედი და პირველისგან განსხვავებული დიზაინის სანათები გამეკეთებინა. საერთოდ, იოლ გზებს არასოდეს ვეძებ, მით უფრო, როცა საქმე ხელოვნებას ეხება.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- რომელია თქვენი ფავორიტი ნამუშევარი?
- ჩემი ფავორიტი სანათი ძალიან უჩვეულოდაა დამზადებული. სახლის რემონტის დროს გამწოვის მილისთვის კედელი გავხვრიტეთ, რის შედეგადაც დაგვრჩა რკინა-ბეტონის ამონაჭერი, რომელსაც ხელოსანი გადაგდებას უპირებდა. როცა კარგად დავაკვირდი, სპონტანურად გამიჩნდა იდეა, რომ ეს ნაწილი სანათში გამომეყენებინა. მართლაც ორიგინალური გამოვიდა და მიხარია, რომ ჩემი ეს ნამუშევარი დღემდე ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებს.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- როგორ დახვეწეთ თქვენი საქმიანობა?
- ერთხელაც დამებადა იდეა, რომ თემატური სანათები დამემზადებინა. ასე შეიქმნა ლეგოების სანათი, რომელიც დღეს ჩემი შვილების სამეცადინო მაგიდაზეა. მომავალში მინდა გავაკეთო სხვადასხვა სახის სანათები: საბავშვო, ხის, დეკორატიული ყვავილებით, მეტალის და ა.შ. ასევე ვაპირებ შევქმნა ელექტროგადამცემი ანძის ფორმის მქონე სანათი, რაც უშუალო კავშირია ჩემ პროფესიასთან.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის ნახატი
ვახტანგ ძაგნიძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
ვახტანგ ძაგნიძის ნახატი
- ვიცი, რომ სანათების დამზადების გარდა ხატვითაც ხართ გატაცებული...
- დიახ, თავისუფალ დროს სულ ვხატავ. ჩემი რამდენიმე ნახატი აკრილითაა შესრულებული. ისინი ძირითადად აბსტრაქციებია და ჩემს გარემოცვაში ყველას მოსწონს. ასევე ვხატავ ფანქარშიც. ხატვა და ჩემი გატაცება, როცა სამუშაო დღის შემდეგ სახლში დაღლილი მოვდივარ, განტვირთვაში მეხმარება. გულწრფელად გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, ჩემი უბრალო ჰობი და გატაცება ასეთ მოწონებას თუ დაიმსახურებდა...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0