https://sputnik-georgia.com/20230116/saqartvelos-prezidentma-buba-kikabizis-gardacvalebis-gamo-mwuxareba-gamotqva-273976569.html
საქართველოს პრეზიდენტმა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
საქართველოს პრეზიდენტმა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
Sputnik საქართველო
ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T21:10+0400
2023-01-16T21:10+0400
2023-01-16T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_0:197:3191:1993_1920x0_80_0_0_8e17c52da4417a321c06c3a7849ef833.jpg
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.ცნობილი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, 84 წლის ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა.ვახტანგ კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.ქვეყნის პირველი პირები ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ >>ვარსკვლავის გზაბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.ვახტანგ კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_277:149:2808:2047_1920x0_80_0_0_99baf963943cae734f7c1ff511f1c707.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, კულტურა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა
21:10 16.01.2023 (განახლებულია: 22:50 16.01.2023) ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდი ქართველი ხელოვანის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
ცნობილი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, 84 წლის ბუბა კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
ვახტანგ კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ბუბა კიკაბიძე 1938 წლის 19 ივლისს თბილისში დაიბადა. იგი 1959-1965 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1961-1963 წლებში – უცხო ენათა ინსტიტუტში.
მუსიკამ ბავშვობიდანვე გაიტაცა, მღეროდა და უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ბუბა კიკაბიძე 1959 წლიდან ფილარმონიის არტისტი იყო. რამდენიმე წელში იგი ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „ორერას" სოლისტი გახდა. ვახტანგ კიკაბიძე აგრეთვე მღეროდა ანსამბლებში „დიელო" და „რერო".
კიკაბიძემ კინემატოგრაფიაში მრავალი დაუვიწყარი სახე შექმნა. მას შესრულებული აქვს როლები ფილმებში „არ დაიდარდო", „მე, გამომძიებელი", „წყალწაღებული", „ვერის უბნის მელოდიები", „ფსევდონიმი ლუკაჩი", „თვალი პატიოსანი", „მიმინო", „საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". ბუბას მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში „არ დაიდარდო" (1969) საერთაშორისო კინოფესტივალზე „კარტახენა-70" მიღებული აქვს პრემია, ფილმისთვის „მიმინო" კი მან სახელმწიფო პრემია მიიღო.
ვახტანგ კიკაბიძემ თავისი პირველი ფილმი „იცოცხლე, გენაცვალე" 1981 წელს გადაიღო, მეორე ფილმში „მამაკაცები და სხვები" კი მან მთავარი როლიც შეასრულა.