https://sputnik-georgia.com/20230116/saapelacio-sasamartlom-jurnalistebze-zaladobasi-msjavrdebulebs-ganaceni-seumsubuqa-273972596.html
სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობაში მსჯავრდებულებს განაჩენი შეუმსუბუქა
სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობაში მსჯავრდებულებს განაჩენი შეუმსუბუქა
Sputnik საქართველო
ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T19:08+0400
2023-01-16T19:08+0400
2023-01-16T22:11+0400
გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:172:1000:735_1920x0_80_0_0_5bf56f3e78768792537d86dd5b494e0a.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორშაბათს დამნაშავედ ცნო 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის საქმეში ექვსი მსჯავრდებული, თუმცა ისინი გაამართლა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნაწილში.საუბარია ეპიზოდზე, რომელშიც მონაწილეობდნენ „TV პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ილიკო თვალიაშვილზე თავდასხმაზე და კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე სხვადასხვა მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც ისინი გამოიკვლიეს.განაჩენი მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირა. ამგვარად, მოსამართლემ ალალო ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს, ხუთის ნაცვლად, თითოეულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.უფრო ადრე, 2022 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე დამნაშავედ აღიარა ბრალდების ყველა პუნქტით.„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს... ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა იაკობიძემ.გარდა ამისა, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის საქმეზე და მოითხოვა, რომ ჩიხლაძის საქმე გადაკვალიფიცირდეს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების ბრალდებაზე.პროკურატურამ 5 ივლისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა>>თუმცა, იმის გამო, რომ ამ დრომდე არ იქნა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.თავისი დანაშაული დღემდე არცერთ ბრალდებულს არ უღიარებია.სულ 5 და 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს 31 ადამიანი, აქედან 27 - ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ფიზიკური ძალადობის გამო.ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია არც 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების მომხრეებმა მაინც მოახერხეს რუსთაველის გამზირზე შეკრება. პოლიციამ კორდონი შეკრა, რათა კონტრაქციის წევრებისგან დაეცვათ ისინი. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება მაინც მოხდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24623/40/246234081_0:79:1000:829_1920x0_80_0_0_38a483ed49f7f66bcb72d5cd59c26d11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტებზე ძალადობაში მსჯავრდებულებს განაჩენი შეუმსუბუქა
19:08 16.01.2023 (განახლებულია: 22:11 16.01.2023) ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორშაბათს დამნაშავედ ცნო 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე ძალადობის საქმეში ექვსი მსჯავრდებული, თუმცა ისინი გაამართლა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ნაწილში.
საუბარია ეპიზოდზე, რომელშიც მონაწილეობდნენ „TV პირველის“ ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე ილიკო თვალიაშვილზე თავდასხმაზე და კიდევ რამდენიმე ეპიზოდზე სხვადასხვა მასმედიის წარმომადგენლების მონაწილეობით.
პროკურორ თამარ იაკობიძის განცხადებით, პროკურატურამ ყველა შესაძლო მტკიცებულება წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში, როდესაც ისინი გამოიკვლიეს.
„პირველმა ინსტანციამ... გაიზიარა პროკურატურის მსჯელობა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ რატომ არ გაიზიარა, სანამ წერილობითი განაჩენი არ ჩაგვბარდება, მანამდე ძალიან რთულია ვისაუბროთ“, – განაცხადა იაკობიძემ.
განაჩენი მოსამართლე მაია თეთრაულმა გამოაცხადა, რომელმაც ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მსჯავრდებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირა. ამგვარად, მოსამართლემ ალალო ნაკაშიძეს, თორნიკე დავლაშერიძეს, დავით კუტალაძეს, ოთარ გელაშვილს, ცოტნე ჩიხლაძესა და გია გიგუაშვილს, ხუთის ნაცვლად, თითოეულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უფრო ადრე, 2022 წლის აპრილში თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე დამნაშავედ აღიარა ბრალდების ყველა პუნქტით.
„პროკურატურა კატეგორიულად არ ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს... ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საქართველოს უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა იაკობიძემ.
გარდა ამისა, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის ილიკო თვალიაშვილის საქმეზე და მოითხოვა, რომ ჩიხლაძის საქმე გადაკვალიფიცირდეს განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების ბრალდებაზე.
თუმცა, იმის გამო, რომ ამ დრომდე არ იქნა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
თავისი დანაშაული დღემდე არცერთ ბრალდებულს არ უღიარებია.
სულ 5 და 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს 31 ადამიანი, აქედან 27 - ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე ფიზიკური ძალადობის გამო.
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია არც 6 ივლისს. ამ დღეს ლგბტ-საზოგადოების მომხრეებმა მაინც მოახერხეს რუსთაველის გამზირზე შეკრება. პოლიციამ კორდონი შეკრა, რათა კონტრაქციის წევრებისგან დაეცვათ ისინი. მიუხედავად ამისა, დაპირისპირება მაინც მოხდა.