https://sputnik-georgia.com/20221001/prokuratura-5-ivlisis-saqmis-gamoziebastan-dakavsirebit-angarisi-waradgina-270946857.html
პროკურატურამ 5 ივლისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა
პროკურატურამ 5 ივლისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა
Sputnik საქართველო
იმ დღეებში ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს 01.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-01T14:50+0400
2022-10-01T14:50+0400
2022-10-01T14:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
კრიმინალი საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_f3d4a574f41676e7c9543069e0779b38.jpg
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. 5-6 ივლისის საქმეზე ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 31 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილია 60 ადამიანი, განაცხადა გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ.ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.შენგელიას თქმით, პროკურატურამ ეფექტური გამოძიება ჩაატარა - გამოკითხულია 200 მოწმე, ჩატარდა ათეულობით ადგილის ჩხრეკა, ამოღებულია 50-ზე მეტი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთი, რომლებზეც ექსპერტიზა დაინიშნა.სულ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 27 ადამიანის წინააღმდეგ, ზოგიერთ საქმეზე პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, დევნა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127873_94:118:1076:854_1920x0_80_0_0_b848fde4ab5a5b13229dc35decf167ac.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები, კრიმინალი საქართველოში, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ 5 ივლისის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა
იმ დღეებში ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს
თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. 5-6 ივლისის საქმეზე ერთი წლისა და სამი თვის განმავლობაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია 31 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილია 60 ადამიანი, განაცხადა გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ.
ყველაფერი დაიწყო 5 ივლისს, როდესაც თბილისში ლგბტ-საზოგადოების აქცია იგეგმებოდა. აქცია არ ჩატარდა, ხოლო ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები.
შენგელიას თქმით, პროკურატურამ ეფექტური გამოძიება ჩაატარა - გამოკითხულია 200 მოწმე, ჩატარდა ათეულობით ადგილის ჩხრეკა, ამოღებულია 50-ზე მეტი ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთი, რომლებზეც ექსპერტიზა დაინიშნა.
„23 ტომი წარვადგინეთ სასამართლოში და 120 გიგაბაიტი ვიდეო-მასალა, რომელზეც დანიშნულია სხვადასხვა სახის ექსპერტიზები“, - აღნიშნა სალომე შენგელიამ.
სულ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 27 ადამიანის წინააღმდეგ, ზოგიერთ საქმეზე პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
მათ ბრალად ედებათ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, დევნა, ჩადენილი ძალადობის მუქარით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულ მათგანს ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.