რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

© photo: Sputnik / Alexander Vilf / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბელარუსში საკავშირო სახელმწიფოს ტაქტიკური საფრენი წვრთნები დაიწყო, იტყობინება რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
მანევრებში რუსული და ბელარუსული ქვედანაყოფები მონაწილეობენ. წვრთნების მთავარ მიზნად სასწავლო-საბრძოლო დავალებების შესრულებისას ოპერატიული თავსებადობის გაზრდა დასახელდა.

„სწავლების დროს დაგეგმილია საკითხების ფართო სპექტრის დამუშავება, მათ შორის: საჰაერო დაზვერვის ჩატარება, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ საჰაერო სივრცის ერთობლივი პატრულირება, საჯარისო დაჯგუფებისთვის ტაქტიკური საჰაერო მხარდაჭერა, საჰაერო დესანტის გადასხმა, ტვირთების მიწოდება და დაჭრილების ევაკუაცია“, — ნათქვამია რელიზში.

წვრთნებში ჩართულია ბელარუსის სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ყველა აეროდრომი და პოლიგონი. მანევრები 1 თებერვლამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0