https://sputnik-georgia.com/20230116/raze-isaubres-putinma-da-erdoranma-telefonit-273977380.html
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით
Sputnik საქართველო
მხარეებმა განიხილეს თურქეთ-სირიის ურთიერთობის მოწესრიგების საკითხები, მათ შორის, ანკარის ინიციატივის კონტექსტში რუსეთის, თურქეთისა და სირიის წარმომადგენლების... 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T21:30+0400
2023-01-16T21:30+0400
2023-07-20T15:55+0400
რუსეთი
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271835317_0:94:3072:1822_1920x0_80_0_0_d8be0d4f21ce3642961428eb6da90af8.jpg
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებული ვითარება, თურქეთ-სირიის ურთიერთობის მოწესრიგებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.მხარეებმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხები და თურქეთში გაზის რეგიონული ჰაბის შექმნა განიხილეს. თურქული მხარის ინიციატივით და ანკარაში ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების ამასწინანდელი კონტაქტების გათვალისწინებით, წამოიჭრა ტყვეთა გაცვლის საკითხი, პირველ რიგში საუბარი შეეხო დაჭრილ ტყვეებს, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის დესტრუქციულ ხაზზე, რომელმაც ფსონი დადო საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებაზე დასავლელი სპონსორების დახმარებით, რომლებიც ზრდიან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას.„კიევის თვალთმაქცური პოლიტიკის მაგალითია იმ წინადადების მიუღებლობა, რომელიც მართლმადიდებლური შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტას ეხებოდა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.პუტინმა და ერდოღანმა განიხილეს ასევე 2022 წლის 22 ივლისის სტამბულის შეთანხმების რეალიზაციის საკითხი, რომელიც ეხება შავი ზღვის ნავსადგურებიდან უკრაინული ხორბლის გატანას და რუსეთიდან სურსათისა და სასუქების გატანის განახლებას.გარდა ამისა, განიხილეს თურქეთ-სირიის ურთიერთობის მოწესრიგების საკითხები, მათ შორის, რუსეთის, თურქეთისა და სირიის წარმომადგენელთა მონაწილეობით კონსულტაციების დაწყების შესახებ ანკარის ინიციატივის კონტექსტში. აღინიშნა რუსეთის, თურქეთისა და ირანის ერთობლივი მუშაობის პრაქტიკული მნიშვნელობა სირიაში ვითარების დარეგულირების საკითხებში ასტანის პროცესის ფარგლებში.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271835317_204:0:2935:2048_1920x0_80_0_0_117ae98de11d4302d2c431e293282a2f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
რაზე ისაუბრეს პუტინმა და ერდოღანმა ტელეფონით
21:30 16.01.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მხარეებმა განიხილეს თურქეთ-სირიის ურთიერთობის მოწესრიგების საკითხები, მათ შორის, ანკარის ინიციატივის კონტექსტში რუსეთის, თურქეთისა და სირიის წარმომადგენლების მონაწილეობით კონსულტაციების დაწყების შესახებ.
თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში არსებული ვითარება, თურქეთ-სირიის ურთიერთობის მოწესრიგებისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
მხარეებმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხები და თურქეთში გაზის რეგიონული ჰაბის შექმნა განიხილეს. თურქული მხარის ინიციატივით და ანკარაში ადამიანის უფლებათა საკითხებში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების ამასწინანდელი კონტაქტების გათვალისწინებით, წამოიჭრა ტყვეთა გაცვლის საკითხი, პირველ რიგში საუბარი შეეხო დაჭრილ ტყვეებს, იუწყება კრემლის პრეს-სამსახური.
პუტინმა ყურადღება გაამახვილა კიევის დესტრუქციულ ხაზზე, რომელმაც ფსონი დადო საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებაზე დასავლელი სპონსორების დახმარებით, რომლებიც ზრდიან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებას.
„კიევის თვალთმაქცური პოლიტიკის მაგალითია იმ წინადადების მიუღებლობა, რომელიც მართლმადიდებლური შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტას ეხებოდა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინმა და ერდოღანმა განიხილეს ასევე 2022 წლის 22 ივლისის სტამბულის შეთანხმების რეალიზაციის საკითხი, რომელიც ეხება შავი ზღვის ნავსადგურებიდან უკრაინული ხორბლის გატანას და რუსეთიდან სურსათისა და სასუქების გატანის განახლებას.
გარდა ამისა, განიხილეს თურქეთ-სირიის ურთიერთობის მოწესრიგების საკითხები, მათ შორის, რუსეთის, თურქეთისა და სირიის წარმომადგენელთა მონაწილეობით კონსულტაციების დაწყების შესახებ ანკარის ინიციატივის კონტექსტში. აღინიშნა რუსეთის, თურქეთისა და ირანის ერთობლივი მუშაობის პრაქტიკული მნიშვნელობა სირიაში ვითარების დარეგულირების საკითხებში ასტანის პროცესის ფარგლებში.