მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრემიერის კანცელარიამ საეჭვო კონვერტი მიიღო

გამოწერა
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კანცელარიამ კვირას საეჭვო კონვერტი მიიღო, რომელზეც ზეთოვანი ლაქები აღინიშნებოდა, იუწყება The Jerusalem Post.
გამოცემის ინფორმაციით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ეჭვი, რომ კონვერტში შესაძლოა „საშიში მასალები“ ყოფილიყო.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ კონვერტი გარედან დაათვალიერა, ის შესასწავლად თავდაცვის სამინისტროს გადაეცა.
პარტია „ლიქუდის“ ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ 29 დეკემბერს ოფიციალურად ჩაუდგა სათავეში ისრაელის მთავრობას. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ის ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსული პარტიების ბლოკის ხელმძღვანელად დაბრუნდა, რამაც ისრაელის საზოგადოების ლიბერალური ნაწილის შეშფოთება გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0