ევროკომისიის შეფასება საქართველოს საკითხზე უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება - დეპუტატი

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროსები ევროპის მოედანზე
საქართველოს და ევროკავშირის დროსები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.01.2023
გამოწერა
დოკუმენტის გამოქვეყნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
საუბარია საქართველოს მიერ იმ რეკომენდაციების შესრულების შეფასებაზე, რომლებიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიეცა.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.

„ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით, როგორც გავიგეთ, უკვე არის მომზადებული და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. მოველით, რომ გვექნება შესაძლებლობა შევაფასოთ, თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, ასოცირების შესრულების კუთხით“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამის შესახებ დეპუტატმა ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, დოკუმენტის გამოქვეყნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
„ვიცით, რომ ანგარიში არის მომზადებული და ამ ეტაპზე გადის ევროკომისიის შესაბამის სამსახურებში, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ შეფასებებს და ალბათ უახლოეს მომავალში ვიხილავთ. ზოგადად მოლოდინი არის, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი შეფასებები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
ყველა ახალი ამბავი
0