https://sputnik-georgia.com/20230116/erdoranis-ultimatumi-svedets-273955535.html
ერდოღანმა შვედეთს ულტიმატუმი წაუყენა
ერდოღანმა შვედეთს ულტიმატუმი წაუყენა
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შვედეთი და რიგი სხვა ევროპული ქვეყნები მათ ტერიტორიებზე... 16.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-16T12:14+0400
2023-01-16T12:14+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
პოლიტიკა
თურქეთი
შვედეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268051419_184:508:2922:2048_1920x0_80_0_0_bd8a6d957cbb8125625e2d87c1f2fa39.jpg
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შვედეთი და რიგი სხვა ევროპული ქვეყნები მათ ტერიტორიებზე ტერორისტული ორგანიზაციების წევრების მუდმივი ყოფნის მიმართ შემწყნარებლობის გამო, იუწყება სააგენტო Anadolu.როგორც ერდოღანმა განაცხადა, ტერორისტების ექსტრადიცია აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ანკარამ მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას.ერდოღანის თქმით, სტოკჰოლმის ქუჩებში რეგულარულად იმართება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (RKK) მხარდამჭერთა აქციები, რის გამოც თურქეთმა არაერთხელ გააფრთხილა შვედეთის ხელისუფლება, თუმცა დემონსტრაციების შესაჩერებლად არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.ამასთან თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან, იმყოფებიან არა მხოლოდ შვედეთსა და ფინეთში, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. მისი თქმით, ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ RKK ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.შვედეთმა და ფინეთმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში, 2022 წლის მაისში ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანეს. ალიანსში გაწევრიანებისთვის ბლოკის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ დროისათვის პროტოკოლი უკვე რატიფიცირებული აქვს 28 სახელმწიფოს. უნგრეთი, სავარაუდოდ, მალე მოახდენს რატიფიცირებას, ხოლო თურქეთი კიდევ მოითხოვს შვედეთისა და ფინეთისგან რიგი პირობების დაკმაყოფილებას.წყარო: Anadolu
თურქეთი
შვედეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/1e/268051419_888:522:2922:2048_1920x0_80_0_0_7fb379221c20df7037c3345a87ce22b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, თურქეთი , შვედეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, პოლიტიკა, თურქეთი , შვედეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა შვედეთი და რიგი სხვა ევროპული ქვეყნები მათ ტერიტორიებზე ტერორისტული ორგანიზაციების წევრების მუდმივი ყოფნის მიმართ შემწყნარებლობის გამო, იუწყება სააგენტო Anadolu.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, ტერორისტების ექსტრადიცია აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ანკარამ მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას.
„ჩვენ ვუთხარით მათ: თუ არ გადმოგვცემთ თქვენს ქვეყნებში მყოფ ტერორისტებს, ჩვენ ვერ შევძლებთ თქვენი განაცხადების რატიფიცირებას ნატოში გაწევრიანების შესახებ ჩვენს პარლამენტში. მათ დაახლოებით 130 ტერორისტის ექსტრადირება სჭირდებათ, რათა მათი წინადადებები ჩვენს პარლამენტში გავიდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ეს ჯერ არ გაუკეთებიათ“, — აღნიშნა თურქეთის ლიდერმა ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ერდოღანის თქმით, სტოკჰოლმის ქუჩებში რეგულარულად იმართება „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (RKK) მხარდამჭერთა აქციები, რის გამოც თურქეთმა არაერთხელ გააფრთხილა შვედეთის ხელისუფლება, თუმცა დემონსტრაციების შესაჩერებლად არანაირი ქმედება არ განხორციელებულა.
„თუ ისინი არ მიიღებენ ზომებს ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, ამან შეიძლება შვედეთთან ურთიერთობებში დაძაბულობა გაზარდოს“, — დასძინა მან.
ამასთან თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან, იმყოფებიან არა მხოლოდ შვედეთსა და ფინეთში, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი. მისი თქმით, ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ RKK ევროკავშირმა ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.
შვედეთმა და ფინეთმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მოკლე ხანში, 2022 წლის მაისში ნატოში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანეს. ალიანსში გაწევრიანებისთვის ბლოკის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ დროისათვის პროტოკოლი უკვე რატიფიცირებული აქვს 28 სახელმწიფოს. უნგრეთი, სავარაუდოდ, მალე მოახდენს რატიფიცირებას, ხოლო თურქეთი კიდევ მოითხოვს შვედეთისა და ფინეთისგან რიგი პირობების დაკმაყოფილებას.