მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის ავიალაინერი მგზავრის შეუძლოდ გახდომის გამო ბაქოში ავარიულად დაეშვა

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშიTurkish Airlines-ის Airbus A321-200
Turkish Airlines-ის Airbus A321-200  - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2023
გამოწერა
მგზავრს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ ბაქოს ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. „თურქეთის ავიახაზების“ ეკიპაჟის მეთაურმა, რომელიც სტამბოლი-ტოკიოს რეისს ახორციელებდა, მოითხოვა ავარიული დაშვება ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის უეცარი გაუარესების გამო, იუწყება აეროპორტის პრესსამსახური.
Boeing 777 ბაქოს აეროპორტში 15 იანვარს, ადგილობრივი დროით 07:15 საათზე დაეშვა, იტყობინება Sputnik-აზერბაიჯანი.
მგზავრისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია ბაქოს ერთ-ერთ კლინიკაში.
თვითმფრინავი ბაქოდან ტოკიოში 09:30 საათზე გაფრინდა.
ყველა ახალი ამბავი
0