თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 15.01.2023
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 იანვარს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, ამაშუკელის, ძოწენიძის, დათუაშვილის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, კაპანელის, აბულაძის, ჩხიკვაძის, დადიანის, გამრეკელის და პიკასოს ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის და ანჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სტრაბონის, ლამბერტის, მეფე მირიანის, დანიბეგაშვილის, რამაზის, თინათინის, ფატმანის, ავთანდილის, ვეფხისტყაოსანის, ერედვის და ტარიელის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, თამარაშვილის, ყიფშიძის და წყნეთის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და მოსაშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0