სამყარო, სადაც თავს თავისუფლად გრძნობ

© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაია
ტარიელ თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
მის ნახატებს კლასიკოსი ჰოლანდიელი მხატვრების ნატურმორტებს ამსგავსებენ, თუმცა თავად თვლის, რომ რაც უნდა დახატოს, საბოლოოდ მაინც მისეული გამოდის.
საუბარია ბათუმელ მხატვარზე ტარიელ თოლორაიაზე. დაამთავრა ბათუმის მეორე საშუალო სკოლა და ხატვის ნიჭიც სკოლაში აღმოაჩნდა. შემდეგ სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე ისწავლა. ხისა და ლითონის მხატვრული დამუშავება კარგად აითვისა. მისი სადიპლომო ნამუშევარი სხვადასხვა თემატიკის ხისა და ლითონის ყანწები იყო. დღეს მის ნამუშევრებზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ რასაც ხატავს, მაშინვე იყიდება ხოლმე. ამის გამო სახლში საკუთარი ნახატებიდან ძალიან ცოტა შემორჩა.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაია
ტარიელ თოლორაია - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
ტარიელ თოლორაია
- ბატონო ტარიელ, სკოლის პერიოდში დახატულმა რომელმა ნამუშევარმა გადაგაწყვეტინათ მომავალი პროფესიის არჩევა?
- ალბათ მეხუთე-მეექვსე კლასში ვიყავი, როცა რომელიღაც ჟურნალიდან ძალოსანი გადმოვხატე, მისი დაჭიმული სახე ახლაც მახსოვს. როგორც ჩანს, მშობლებს მოეწონათ ჩემი ნახატი, რადგან მეზობლად თეატრის მსახიობი, ამჟამად რეჟისორი ვაჟა ბიბილეიშვილი ცხოვრობდა და მამამ სთხოვა, რომ თეატრში მივეყვანე. ასე მოვხვდი თეატრის მხატვართან ანტონ ფილიპოვთან. თეატრში, თუ სწორად მახსოვს, მეხუთე სართულზე იყო პატარა ოთახი, სადაც ვხატავდი ხოლმე. თავიდან ფანქარში, შემდეგ – ზეთში, ძირითადად ნატურმორტებს.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- აკადემიაში ძალიან საინტერესო სადიპლომო ნამუშევარი შეგიქმნიათ...
- სკოლის მერე აკადემიაში მეორე მცდელობით გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე მოვხვდი, ხის და ლითონის მხატვრულ დამუშავებაზე. სადიპლომო ნამუშევარი იყო სხვადასხვა თემატიკის ხისა და ლითონის ყანწები. სხვათა შორის, ეს იდეა აკადემიის პროფესორმა მომაწოდა. ჩვენში სხვადასხვა სიტუაციისთვის განსხვავებული გაფორმების ყანწები მზადდება. მაგალითად, არის ფუძის ანგელოზის დასალოცი ყანწი, მონადირის ყანწი, როცა ის სანადიროდ გადის და რომლითაც გზას დაულოცავენ. დოღის დროს ამზადებენ ყანწს, რომელზეც ცხენის თავია გამოსახული და ა.შ.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- როგორ დაამზადეთ ისინი და რა მასალა გამოიყენეთ?
- სადიპლომოს დაცვის დროს სულ შვიდი სახის ყანწი დავამზადე და წარვადგინე. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო: ისინი ჯერ გამოვძერწე, მერე ყალიბი ჩამოვასხი და თითოეულ რქას მოვარგე. ესენი იყო კამეჩის, ხარის, ცხვრის, თხის და საიგაკის რქები. მოკლედ, საინტერესო სამუშაო იყო.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- რომელი იყო თქვენი პირველი ფერწერული ნამუშევარი და რა ბედი ეწია მას?
- ჩემი პირველი ფერწერული ნამუშევარი მშრალ ხიდზე გავიტანე. როგორც მხატვრების უმრავლესობის შემთხვევაში ხდება, მეც თბილისის პეიზაჟებით დავიწყე. დღეს მხატვრებს ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარება და გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ, ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი. იმ ნამუშევრის შემდეგ შეკვეთებიც წამოვიდა. დღეს მშრალ ხიდზე ნახატები აღარ გამაქვს. შემოქმედებით თავისუფლებაზე ვოცნებობ, იმ დროზე, როცა სასურველ თემებზე ნახატებს მხოლოდ სულიერი მოთხოვნის გათვალისწინებით შევქმნი.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- დღეს თქვენი ნახატების ყიდვის ბევრი მსურველია...
- დიახ, ახლა რასაც ვხატავ, იმ წამსვე იყიდება. სახლში მხოლოდ თითო-ოროლა ნამუშევარი მაქვს. როცა ხელოვნების აუქციონზე პირველად გავიტანე ჩემი ნამუშევარი „მოცხარი“, საკმაოდ კარგ ფასში გაიყიდა. სოციალურ ქსელებში ბევრი მხატვრისგან მოდის მოწონება. სხვისი ნამუშევრებით მოწონებას მეც ყოველთვის გამოვხატავ.
© courtesy of Tariel Toloraiaტარიელ თოლორაიას შემოქმედება
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2022
ტარიელ თოლორაიას შემოქმედება
- ახლა რა თემებია თქვენთვის საინტერესო?
- სიამოვნებით დავხატავდი ქალის და მამაკაცის ლამაზ სხეულს, რადგან ეს თემა ძალიან მაინტერესებს. ხელოვანი ხომ მუდმივ ძიებაშია. საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არც უნდა იყო. ჩემთვის ხელოვნება ცალკე არსებული სამყაროა, სადაც თავისუფლად გრძნობ თავს...
ნინო მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0