საქართველოში ზღვრული ფასები მედიკამენტებზე 15 იანვრიდან ამოქმედდება

© photo: Sputnik / Stringerმედიკამენტები აფთიაქში
მედიკამენტები აფთიაქში - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
ახალი კანონით, მედიკამენტების რეალიზაცია ზღვრულზე მაღალ ფასად აკრძალულია.
თბილისი, 14 ანვარი - Sputnik. საქართველოში მედიკამენტებზე ზღვრული ფასები 2023 წლის 15 იანვრიდან შედის ძალაში, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
რეფერენტული ფასის ქვეშ იგულისხმება მაქსიმალური ფასის ზღვარი ლარში, ფასნამატთან ერთად. ფასებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საცალო და საბითუმო ვაჭრობისთვის ცალ-ცალკე დაადგენს.
უკვე 15 თებერვლიდან კანონი სრულად შევა ძალაში და ყველა კომპანია, იმპორტიორი, დისტრიბუტორი თუ საცალო მოვაჭრე ვალდებული იქნება, რომ მაქსიმალური ზედა ზღვარი ამ ფასების მიხედვით დაადგინოს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფარმაცევტულ სექტორს ფასების გადახედვისთვის ვადა 31 იანვრამდე ექნებათ. იმ შემთხვევაში, თუ ფარმაცევტული სექტორი რომელიმე მედიკამენტის ფასზე დასაბუთებულ არგუმენტს წარადგენს, აღნიშნულ საკითხს სამინისტროში შექმნილი სპეციალური საბჭო განიხილავს.
რეფერენტული ფასების დაწესება იმ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის და მედიკამენტების მიწოდებაა, აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრმა კონტროლისა და აღსრულების მექანიზმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგულაციების დამრღვევებს სხვადასხვა ტიპის სანქციები დაუწესდებათ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია, არამხოლოდ რეფერენტული ფასების მიზნებისთვის, არამედ იმ მიზნებისთვის რომელიც დაკავშირებულია ელექტრონული რეცეპტების გამოწერასთან, მედიკამენტების მოძრაობასთან ქვეყანაში, ის რომ არ შეიქმნას ხელოვნური დეფიციტი და ა.შ.“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება პარალელურად წამლის მიკვლევადობის სისტემის შექმნაზე მუშაობს. მისივე განმარტებით, სისტემის საშუალებით, ნებისმიერ პირს და ასევე მარეგულირებელს უჩნდება შესაძლებლობა, შტრიხკოდის საშუალებით, მედიკამენტთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად მიიღოს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, აღნიშნული მექანიზმი ფალსიფიცირებული და ვადაგასული მედიკამენტების მიმოქცევის კონტროლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0