საქართველოში მყვინთავ-მაშველებს უახლესი სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ

© Ministry of Internal Affairs of Georgia
  - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
სპეცფორმასა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობის შესაძენად 8 მლნ ლარი დაიხარჯა.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მყვინთავ-მაშველებს მყვინთავის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, სპეცფორმასა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობაზე 8 მლნ ლარი დაიხარჯა. სრულიად განახლდა სამთო და მყვინთავი მაშველების სპეციალური აღჭურვილობა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მიმდინარე წელსაც აქტიურად გააგრძელებს.
სახელმწიფო ბიუჯეტში სამოქალაქო უსაფრთხოებისა და შსს-ს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე 102 მლნ ლარია გამოყოფილი.
ყველა ახალი ამბავი
0