https://sputnik-georgia.com/20230114/mixa-papa-gardaicvala-273928203.html
მიხა პაპა გარდაიცვალა
მიხა პაპა გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
მიხა არაბული ოც წელზე მეტია ხეობაში მარტოდმარტო ცხოვრობდა 14.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-14T15:20+0400
2023-01-14T15:20+0400
2023-01-14T15:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23828/42/238284255_0:145:2048:1297_1920x0_80_0_0_3d2687e0f30fdfc3fa43340c32f62bb1.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. დღეს თბილისში გარდაიცვალა გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 81 წლის მიხა არაბული, რომელსაც მიხა პაპას ეძახდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.დღეს, საღამოდან მიხა პაპა დასვენებული იქნება თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.დაკრძალვა 15 იანვარს, 14 საათზე ხევსურეთში, სოფელ ზეისტეჩოში, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად.ხევსურეთის ერთ მთიან სოფელში, გორშეღმის ხეობაში მიხა არაბული, უკვე ოც წელზე მეტია მარტოდმარტო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და სოფლის მიტოვებას არც აპირებდა. ხეობის ერთადერთი მკვიდრის დასახმარებლად კამპანიაც მოეწყო და მას თბილი ქოხი აუშენეს.მიხა პაპა - მთის სოფლის მარტოხელა მოსახლე და სამეგობრო, რომელიც მას ეხმარება >>ცოტამ თუ იცის, რომ ხევსურეთში ღვთის ანაბარად დარჩენილი სოფლის ამ ერთადერთ მოსახლეს ჯერ კიდევ 1992 წლიდან მოყოლებული ერთი თბილისური სამეგობრო პატრონობდა… ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიხა პაპასთან მათ პროდუქტები, წამლები, ტანსაცმელი და საკვები მიჰქონდათ. მიხო პაპა ხევსურეთიდან ოთხი კვირის წინ თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და მალევე ის პალიატიურ განყოფილებაში მოათავსეს. თბილისელი მეგობრები ბოლომდე იბრძოდნენ მიხა პაპას გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ. 2019 წელს 77 წლის ასაკში მიხა პაპა ილია მეორემ მონათლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23828/42/238284255_63:0:1984:1441_1920x0_80_0_0_c795fd3053cebeebfbaf09e730a6bede.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
მიხა პაპა გარდაიცვალა
მიხა არაბული ოც წელზე მეტია ხეობაში მარტოდმარტო ცხოვრობდა
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. დღეს თბილისში გარდაიცვალა გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი, 81 წლის მიხა არაბული, რომელსაც მიხა პაპას ეძახდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
დღეს, საღამოდან მიხა პაპა დასვენებული იქნება თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.
დაკრძალვა 15 იანვარს, 14 საათზე ხევსურეთში, სოფელ ზეისტეჩოში, მისი უკანასკნელი სურვილის შესაბამისად.
ხევსურეთის ერთ მთიან სოფელში, გორშეღმის ხეობაში მიხა არაბული, უკვე ოც წელზე მეტია მარტოდმარტო, ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა და სოფლის მიტოვებას არც აპირებდა. ხეობის ერთადერთი მკვიდრის დასახმარებლად კამპანიაც მოეწყო და მას თბილი ქოხი აუშენეს.
ცოტამ თუ იცის, რომ ხევსურეთში ღვთის ანაბარად დარჩენილი სოფლის ამ ერთადერთ მოსახლეს ჯერ კიდევ 1992 წლიდან მოყოლებული ერთი თბილისური სამეგობრო პატრონობდა… ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიხა პაპასთან მათ პროდუქტები, წამლები, ტანსაცმელი და საკვები მიჰქონდათ.
მიხო პაპა ხევსურეთიდან ოთხი კვირის წინ თბილისში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ონკოლოგიური დაავადება ჰქონდა და მალევე ის პალიატიურ განყოფილებაში მოათავსეს. თბილისელი მეგობრები ბოლომდე იბრძოდნენ მიხა პაპას გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ.
2019 წელს 77 წლის ასაკში მიხა პაპა ილია მეორემ მონათლა.