Financial Times: ევროზონის ეკონომიკა შემცირდება

© AFP 2024 / HENRY NICHOLLSლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
ექსპერტების შეფასებით, ფასები ევროზონაში საშუალოდ 6%–ზე მეტით მოიმატებს და თითქმის 2,7%–ით 2024 წელს.
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ენერგეტიკული კრიზისი 2023 წელს ევროზონის ეკონომიკის შემდგომ ვარდნას გამოიწვევს, იუწყება გაზეთი Financial Times ეკონომისტებზე დაყრდნობით.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მაღალი ინფლაცია და ენერგორესურსების დეფიციტი წარმოების შემდგომი შემცირებისა და შრომის ბაზარზე ვითარების გაუარესების პროვოცირებას მოახდენს. ამგვარად, ევროზონის ეკონომიკა შემდეგ წელს შემცირდება 0,01%–ით, მაშინ, როდესაც ევროკომისია და ევროპის ცენტრალური ბანკი მის, შესაბამისად, 0,3%–ითა და 0,5%–ით ზრდას პროგნოზირებდნენ.
ექსპერტების შეფასებით, ფასები ევროზონაში საშუალოდ 6%–ზე მეტით მოიმატებს და თითქმის 2,7%–ით 2024 წელს. ამასთან, უმუშევრობა 2023 წლის ბოლომდე 6,5–დან 7,1%–მდე გაიზრდება.
სსფ 2023 წლის მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს არ გააუარესებს>>
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროპის ქვეყნებმა შეძლეს რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, კერძოდ, ნორვეგიიდან, აშშ–დან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან გაზის მოწოდების მოცულობის გაზრდით. ამავე დროს, ისინი აფრთხილებენ ქვეყნებს, რომ რუსული გაზის გარეშე რთული იქნება შემდეგ ზამთრის წინ საცავების შევსება.
ენერგორესურსების მიწოდების საკითხი ამ პერიოდისთვის კვლავ ღიაა, განაცხადა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings–ის მთავარმა ეკონომისტმა სილვეინ ბროიერმა.
„ევროპის გაზის ბაზრები რისკის საკვანძო ზენობად რჩება. დამატებითმა შეფერხებებმა მიწოდებისას ან განსაკუთრებით ცივმა ზამთარმა შეიძლება ფასების მორიგი ზრდა გამოიწვიოს", – ციტირებს Financial Times ბანკ Morgan Stanley–ს ეკონომისტის კიარა ზანგარელის სიტყვებს.
გაზეთის მიერ გამოკითხული 37 ეკონომისტიდან 90% მიიჩნევს, რომ ევროზონა უკვე რეცესიის მდგომარეობაში იმყოფება, ისინი ასევე პროგნოზირებენ მშპ–ის შემცირებას მთელი წლის განმავლობაში.
გვიდო კარლის (LUISS) სახელობის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საერთაშორისო თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორის, მარჩელო მესორის აზრით, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების შემდგომი გაზრდა ინფლაციის შესაჩერებლად, რომელიც გამოწვეულია შოკით ენერგომომარაგების სფეროში, ევროზონაში სერიოზულ რეცესიას გამოიწვევს.
ამავე დროს, როგორც Financial Times წერს, ვარდნას ეკონომიკაში, იპოთეკის მნიშვნელოვნად მაღალ ღირებულებასთან ერთად ევროპაში, შეიძლება მკვეთრი ცვლილებები გამოიწვიოს რეგიონში საცხოვრებელი ფართების ბაზარზე. ეკონომისტების პროგნოზით, ფასები უძრავ ქონებაზე ევროზონაში 2023 წელს საშუალოდ 4,7%–ით შემცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0